USD 2.7166
EUR 3.1483
RUB 3.3710
თბილისი
მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიებმა, იანვარში, 7 785 თანამშრომელი დაითხოვეს სამსახურიდან
თარიღი:  

გასული წლის ბოლოდან მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები, როგორებიცაა Google, Amazon, Citigroup, Blackrock და სხვები, სამუშაო ძალის შემცირებასა და ასობით თანამშრომლის დათხოვნაზე ალაპარაკდნენ. მიმდინარე შემცირებები კი მსოფლიოში არსებული ეკონომიკური არასტაბილურობით, ხელოვნური ინტელექტის განვითარებითა და კომპანიების მიერ პანდემიის პერიოდში გაზრდილი თანამშრომლების რაოდენობის შემცირებით აიხსნება. ასობით თანამშრომლის გათავისუფლების ტენდენცია კი სამუშაო ბაზარზე უამრავ გამოწვევას აჩენს, განსაკუთრებით “თეთრსაყელოიანი” კადრებისთვის.

Forbes-ის ინფორმაციით, იანვრის თვის განმავლობაში 58 ტექნოლოგიურმა კომპანიამ ჯამურად 7 785 თანამშრომელი დაითხოვა - გამოცემა მიზეზად საოპერაციო პროცესების რეორგანიზაციასა და AI პროექტებში რესურსების გადანაწილებას ასახელებს. სამუშაო ძალის შემცირების ტალღა 2023 წლის მსოფლიო მასშტაბის “ქამრების შემოჭერის” სტრატეგიას მოჰყვა - გასულ წელს ანალოგიური ბედი გაიზიარა ტექნოლოგიურ სექტორში დასაქმებულმა 260 000-მა ადამიანმა.

შემცირებების გრძელვადიანი ეფექტი თანამშრომლების პროგნოზებზე უკვე შეინიშნება - MyPerfectResume-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დასაქმებულთა 85% ფიქრობს, რომ შესაძლოა, 2024 წელს სამსახური დაკარგოს.

თავად კომპანიები ოპერირებისას სიფრთხილეს იჩენენ, თანამშრომლების შემცირება ხარჯების ოპტიმიზაციაში ეხმარებათ - შესაბამისად, შემცირებების პროცესი, სავარაუდოდ, დასასრულს ჯერ კიდევ არ მიახლოებია. მზარდი ტენდენცია კი ცხადყოფს, რომ უმსხვილესი ბიზნესები ეკონომიკურ პირობებსა და მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე მორგებას ცდილობენ და, შესაძლოა, სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებისთვისაც ემზადებიან.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის