USD 2.7318
EUR 3.1203
RUB 3.4452
Тбилиси
მსოფლიო ბრენდების ეტიმოლოგია
дата:  3619

როგორ დაერქვათ სახელები მრავალ მილიარდ დოლარად შეფასებულ მსოფლიო ბრენდებს? როგორ იმოქმედა მათმა დასახელებამ კომპანიის განვითარებაზე? ბევრი ბიზნესმენი ფიქრობს, რომ კომპანიისთვის დარქმეული სახელი მის მომავალს განაპირობებს. მართალი არიან თუ არა ისინი?
თითქოს და რა არის იმაზე ადვილი მოიფიქრო ახალი კომპანიის დასახელება? თუმცა ხშირად, კორპორატიული სახელის მოფიქრება არანაკლებ სერიოზული პრობლემაა, ვიდრე საწყისი კაპიტალის მოზიდვა და იურიდიული საბუთების გაფორმება.

ცნობილი ბრენდების ეტიმოლოგია უმრავლეს შემთხვევაში მათი დამფუძნებლების გვარებიდან გამომინარეობს, იშვიათად გეოგრაფიული და ასტრონომიული ობიექტების დასახელებებიდან. ზოგი დასახელების არჩევას წინ დიდი ხნის ფიქრი და მსჯელობა უსწრებდა, ზოგის კი უცაბედი, სპონტანური გადაწყვეტილება. ძალიან ბევრი კომპანიის დასახელება გრძელი და მთლიანი დასახელების აბვიატურას წარმოადგენს. როგორც მაგალითად, IBM - International Business Machines

 Adobe - კომპანიის დასახელება მისი ერთ-ერთი დამფუძნებლის ჯონ უორნოკის სახლთან ახლო ჩამომდინარე მდინარი სახელიდან არის ნასესხები.
 Apple - კომპანიისთვის სახელის შერჩევის მცდელობის სამი უნაყოფო თვის შემდეგ, სტივ ჯობსმა, რომელსაც ძალიან უყვარდა ვაშლი, ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება და კომპანიის პირველ კომპიუტერს Apple "ვაშლი" დაარქვა.
 Bridgestone - იაპონური კომპანია, რომელიც საბურავებს უშვებს, კომპანიის დამფუძნებლის გვარია სედზირო ისიბასი, რაც იაპონურად ნჯიშნავს "ხიდი ქვისგან'. რადგან ძირითადად ბაზარს ამერიკა წარმოადგენდა და იაპონელი ბიზნესმენი თვლიდა, რომ მისი ნაწარმის დასახელება ადვილი აღსაქმელი უნდა ყოფილიყო რიგითი ამერიკელისათვის. მან შეუცვალა რიგითობა თავის სახელს და გვარს და მიიღო კომპანიის დასახელება - "ქვის ხიდი".
 Canon - დიდი ხნის განმავლობაში კომპანიის დასახელება იყო Precision Optical
Instruments Laboratory (ზუსტი ოპტიკური ხელსაწყოების ლაბორატორია) ბოლოს მისმა მეპატრონეებმა კომპანიის დასახელების შეცვლა გადაწყვიტეს და უფრო სხარტი დასახელება მოიფიქრეს Canon - ("კანონ") ინგლისური სიტყვაა, რაც ნიშნავს სიზუსტეს და მკაფიობას.
 Corel - კანადური კომპანია COwpland REsearch Laboratory (კოუპლენდის კვლევითი ლაბორატორია) აკრონიმს წარმოადგენს.
 Google - კომპანიის დასახელებაა თავდაპირველად იყო Googol - გუგოლ, რაც მათემატიკურ ენაზე ნიშნავს 10-ს მეასე ხარისხში. ამ დასახელების ქვეშ კომპანიის დამფუძნებლის სერგე ბრანი და ლარი პეიჯი გულისხმობდნენ, რომ მათ საძიებო სისტემას შეუძლია დაამუშაოს შეუზღუდავი მოცულობის ინფორმაცია. მაგრამ მოხდა კაზუსი და ინვესტორმა, რომელიც მათ პროექტს აფინანსებდა საბანკო ჩეკი გამოწერა კომპანია Google-ის სახელზე და სწორედ ამ სახელმა დაიპყრო მსოფლიო.
 Hitachi - იაპონურად ნიშნავს "მზის ამოსვლას"
 Hyundai - კორეულად ითარგმნება როგორც "თანამედროვე ეპოქა".
 Mitsubishi - იაპონურად "სამი ბრილიანტი", რაც კომპანიის ლოგოტიპშია ასახული.
 Honda - მისი დამფუძნებლის სოიტირო ჰონდას სახელს ატარებს.
 Suzuki - კომპანიის მისი დამაარსებლის მიკიო სუძუკის სახელს ატარებს.
 LG - ორი კორეული ბრენდის Lucky და Goldstar კომბინაციიდან წარმოდგება.
 Nike - სპორტული აღჭურვილობის გიგანტი, ბერძნული გამარჯვების ქალღმერთის ნიკეს სახელს ატარებს.
 Nokia - ფინურ ქალაქ ნოკიაში დაარსებული ეს ფირმა თავიდან ქაღალდის გადამუშავების ბიზნესში იყო დასაქმებული, დღე კი ის მობილური ტელეფონების მწარმოებელი გიგანტია.
 Siemens - კომპანია მისი დამაარსებლის ვერნერ ფონ სიმენსის სახელს ატარებს.
 Sony- კომპანიის დასახელება წარმოიშვა ლათინური სიტყვა "sonus" (ხმა) და ინგლისური "sonny" (შვილი) სინთეზიდან, ეს სიტყვა შევიდა იაპონურ სალაპარაკო ენაში და სლენგზე ვუნდერკინდს ნიშნავს. "ჩვენ ვიყავით ვუნდერკინდები და ვმუშაობდით ხმასა და გამოსახულებასთან"-ეს ხსნის კომპანიის დასახელების ეტიმოლოგის Sony-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ავიო მორიტა.
 Volkswagen - ფერდინანდ პორშემ 1937-წელს მიიღო სამთავრობო შეკვეთა შეექმნა მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ხელმისაწვდომი იაფი ავტომობილი ასე შეიქმნა კომპანია Volkswagen სახალხო ავტომობილი გერმანულად.
 Pepsi - მსოფლიო ბრენდის სახელი საჭმელგადამამუშავებელი ფერმენტის პეპსინიდან წარმოდგება.

Тбилиси
თბილისის ქუჩები რომელთაც 6 ივნისს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 6 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, თერგის, გალის და შანიძის ქუჩების მოსახლეობას. 

ისნის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ბუკისციხის, აშშ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, კონსტანტინე ამირაჯიბის, ხაჩატურიანის, ეკატერინე მელიქიშვილის, ალექსანდრე თანდაშვილის, კოტე ბაქრაძის, მიქელაძის, ჩოჩუას, ნავთლუღის, კალანდაძის, არველაძის, აფანასიევის, ხარაბაძის, ტოლენჯის, ყარყარაშვილის, ზურაბ ბეგიაშვილის, სვიმონ კლდიაშვილის, თემურ ქევხიშვილის, ანდღულაძის, წალენჯიხის, თოლენჯის, ქობულაძის, ნანეიშვილის, გელა მებაღიშვილის, ონიანის, დურმიშიძის, ვასილ კოპცოვის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, გიორგი ანწუხელიძის, ნოე ხომერიკის, გუჯარეთის, შერვაშიძის, ყვარლის, კაკაბეთის, მესხეთის, მათიაშვილის, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძის, ალექსანდრე ჯანელიძის და ელისაბედ ორბელიანის ქუჩების მოსახლეობას.   

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати