USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
მშენებლობის ბუმი და ბრძოლა პირველობისთვის თბილისში - ტოპ-10 დეველოპერული კომპანია
თარიღი:  1186

თბილისი - მშენებლობის ბუმი, ბრძოლა დეველოპერებს შორის პირველობისთვის.

წყარო: https://kalaki.ge

უამრავი ჩავარდნილი და ასევე, გამართლებული პროექტი და ამ ქაოსში მცხოვრები დედაქალაქის მაცხოვრებლები, რომლებიც ყოველდღიურად თვალს ადევნებენ უძრავ ქონებაზე ფასების კატასტროფულ ზრდას. ძველი თბილისის ნაგებობებთან ერთად, უკვე ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით თანამედროვე შენობებს, რომელიც მრავალი ათასი მეტრის ფართობზეა გადაჭიმული.

დეველოპერები მომხმარებლის მოზიდვას ახალი პროექტებით, ინოვაციური შეთავაზებებითა და მარკეტინგული ხრიკებით ცდილობენ, რაც ფაქტია, რომ უდაოდ გამოსდით. მიუხედავად მაღალი ღირებულებისა ალბათობა იმისა, რომ ბინები იყიდება, დიდია. წინააღმდეგ შემთხვევაში სამშენებლო ინდუსტრიის ასეთ ფართომასშტაბიან განვითარებას აზრი არ ექნებოდა.

სამშენებლო ინდუსტრია მთელ მსოფლიოში ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დარგია. მას უდიდესი გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკაზე. განვითარებად ქვეყნებში სამშენებლო ბიზნესის განვითარება მხოლოდ მომიჯნავე ინდუსტრიების პროგრესირებას კი არ უწყობს ხელს, არამედ დადებითად მოქმედებს ქვეყნის სოფლის მეურნეობაზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, სამუშაო ადგილების რაოდენობაზე და ა.შ ინფრასტრუქტურულ პროექტებს თავიანთი წვლილი შეაქვთ ეროვნულ მთლიან შიდა პროდუქტში, რაც პირდაპირ ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდისკენაა მიმართული. სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებას თან სდევს სამუშაო ადგილების მატება. სამშენებლო ინდუსტრია არის ბიზნესი, სადაც თითოეული პროექტის განხორციელებას შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება განვითარებად ქვეყნებს – ისეთებს, როგორიც საქართველოა.

რა ხდება ჩვენს ქვეყანაში? ვინ არის ლიდერი დეველოპერული კომპანია, რომელმაც ხალხისა და ქვეყნის მმართველების ნდობა წარმატებით მოიპოვა?

უძრავი ქონების პლატფორმა „livo – ლივო”-ზე დაყრდნობით, Kalaki.ge გაგაცნობთ სამშენებლო ფართის მიხედვით, ტოპ – 10 უმსხვილეს დეველოპერულ კომპანიას, რომელმაც ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი მრავალნაირი პროექტი შემოგვთავაზა…

„ემ კვადრატი“

„m²“ – ს უკვე 15 წელია მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე. კომპანია ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს.

კომპანიის მიერ დასრულებულ 11 საცხოვრებელ კომპლექსში დღეს 3,000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. ენერგო ეფექტურობა, ხარისხზე გათვლილი მშენებლობა, პროექტების თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სახლების ჩაბარების შემდგომი მომსახურება კომპლექსებში – ეს m²-ის მთავარი მიმართულებებია.

2019 წლიდან კომპანიამ დაიწყო უბნის ტიპის პროექტების განხორციელება. სწორედ ასეთი პროექტია „m³ საბურთალო“, რომელიც 2000 ოჯახზეა გათვლილი.

m²-ის დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსებია: m² ჩუბინაშვილზე, m² იპოდრომთან, m² ყაზბეგზე, m² ნუცუბიძეზე, m² თამარაშვილზე, ოპტიმა ისანი, სქაილაინ რეზიდენსი, m² იპოდრომთან 2, m² ყაზბეგზე 2, m² ჭავჭავაძეზე, m² მელიქიშვილზე.

დღეისათვის კი კომპანიას აქვს ხუთი მიმდინარე პროექტი, ესენია: m² Highlight, m³ საბურთალო, m² მირცხულავაზე, m² ჭყონდიდელზე, m² ნუცუბიძეზე 2.

ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს
ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს
ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს
ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს

„თეთრი კვადრატი“

„თეთრი კვადრატი“ არის „ბიქეი ჰოლდინგში“ შემავალი დეველოპერული კომპანია. „ბიქეი ჰოლდინგი“ აერთიანებს სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2“-ს და დეველოპერულ კომპანია „თეთრ კვადრატს“.

„ბიქეი ქონსთრაქშენი“ 30-წლიანი გამოცდილების მქონე, ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიაა საქართველოში. კომპანიის პორტფელშია ისეთი პროექტები, როგორიცაა დეველოპერული კომპანია m2 -ის პროექტები (მათ შორის კომპანია „სვეტის“-გან გადმობარებული დაუმთავრებელი პროექტები),დეველოპერული კომპანია „არქის“ პროექტები, „თბილისი გარდენსის“ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, სასტუმრო რედისონ წინანდალი, სასტუმრო პარკ ინი წინანდალში, სასტუმრო მოქსი, სასტუმრო რამადა ენკორი, სასტუმრო რამადა თბილისი, სასტუმრო გუდაური ლოჯი, სასტუმრო იბისი თბილისი სტადიონთან და სხვა.

30 წლიანი ოპერირების განმავლობაში „ბიქეი ქონსთრაქშენი“ ცდილობს ქართულ ბაზარზე, მშენებლობის მაღალი სტანდარტები დაამკვიდროს.

სამშენებლო სექტორში წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების შედეგად გაჩნდა, „თეთრი კვადრატის“ , დამოუკიდებელ დეველოპერულ კომპანიად ჩამოყალიბების იდეა.

დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ მიმდინარე პროექტებია: მრავალბინიანი საცხოვრებელი პროექტი საბურთალოზე „თეთრი კვადრატი შარტავაზე“; ექსკლუზიური, 80 ბინიანი საცხოვრებელი სახლი, ასევე საბურთალოზე, გიორგი დანელიას ქუჩაზე – „ფილიგრინი“; მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე – „თეთრი კვადრატი ჯიქიაზე“; ახალი უბანი საბურთალოზე – „თეთრი კვადრატი მინდელზე“; მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი – „თეთრი კვადრატი ქავთარაძეზე“; ,,თეთრი კვადრატი ვარკეთილში“.

ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს
ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს
ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს

„არქი“

არქის ისტორია 2006 წლიდან დაიწყო. დღეს არქი ასევე, ერთ-ერთი ლიდერი დეველოპერული კომპანიაა და უკვე 30 000-მდე „არქელს“ ერთ დიდ ოჯახად აერთიანებს. დასრულებული აქვს 43 საცხოვრებელი სახლი, რომელთა საერთო სამშენებლო ფართი 805 000 კვ.მ.-ზე მეტია. ამ ეტაპზე 20 პროექტი შენდება, ხოლო უახლოეს მომავალში კიდევ 10-მდე ახალი საცხოვრებელი სახლისა და რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდის სასტუმროს მშენებლობა იგეგმება თბილისში, ასევე, შავი ზღვისა და მთის კურორტებზე.

ენერგოეფექტურ და „არქელების“ კომფორტზე მორგებულ საცხოვრებელ სახლებთან ერთად აღსანიშნავია, არქის აპარტოტელები, რომლებიც ბინის მფლობელებსა თუ სტუმრებს მაღალი დონის მომსახურებას სთავაზობს და ინვესტიციის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს, როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხოეთის მოქალაქეებისთვის.

კომპანია ბინის შეძენის შემდეგ აგრძელებს მაცხოვრებლებზე ზრუნვას, უქმნის მათ კომფორტს და სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. ასევე, კომპანია ხშირად აწყობს სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებს „არქელებისთვის“, რომლის მიზანიც მაცხოვრებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა და ერთმანეთთან დაახლოებაა.

ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს
ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს

„დომუსი“

კომპანია „დომუსი“ 2006 წელს დაარსდა. ხარისხი, ინოვაციები და მწვანე არქიტექტურა – მათი მთავარი და უცვლელი ღირებულებებია. კომპანია „დომუსის“ მიმდინარე პროექტები მოიცავს შემდეგ კომპლექსებს:

„დომუსის ხეები“, ჭავჭავაძის გამზ. №31- არქიტექტურული კონცეფციის მთავარ შთაგონებად ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი სკვერის ლანდშაფტი და მრავალწლიანი მწვანე ნარგავების – ხეების კომპოზიცია, პლასტიკა და ტექსტურაა. ხეთა ჯგუფების მსგავსი – სამი სხვადასხვა ტონალობისა და სიმაღლის შენობისაგან შემდგარი არქიტექტურული კომპოზიციის შექმნა სწორედ ამ ლანდშაფტმა და ნარგავებმა განაპირობა. ეს კონცეფცია კიდევ უფრო გამძაფრებულია შენობის თითოეულ სართულზე არსებული ბაღების, ორანჟერეების და მწვანე ნარგავების სიმრავლით. შენობის ექსტერიერის თემატიკა ლეიტმოტივად მიჰყვება აგრეთვე შენობის ინტერიერსაც, სადაც დიზაინში ხის ვერტიკალური ელემენტები და ბუნებრივი ტექსტურები ჭარბობს. თითოეულ სართულზე, ლიფტის ჰოლში ან კორიდორში მოხვედრისას ექსტერიერის მწვანე კონცეფცია მუდმივი თანამგზავრია და დიდი ვიტრაჟების საშუალებით ერწყმის ინტერიერს.

ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს

„დომუსი იპოდრომი 3“, თამარაშვილის ქ. №13 – საცხოვრებელი კომპლექსი ქალაქის შუაგულში. 24 სართული, 89 აპარტამენტი. პროექტის ტერიტორია 21 000 კვ.მ. კომფორტული მდებარეობა; ორი სკვერი საერთო ფართით 11 000 კვ.მ.; დაცული ეზო; ეკოლოგიური გარემო; კალათბურთის და მინი ფეხბურთის კომბინირებული მოედანი; ველოსიპედის ბილიკი; გამაჯანსაღებელი სპა ცენტრი – საცურაო აუზი, ფიტნეს დარბაზი და კაფე.

ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს

„დომუსი გაზაფხული“, გაზაფხულის ქ. № 8 – 21 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი 2 სადარბაზოსგან შედგება, სადაც 230 ბინაა წარმოდგენილი. 2 სართული ეთმობა მიწისქვეშა პარკინგს, რომელიც 200-ზე მეტი ავტომობილისთვის არის გათვალისწინებული. პროექტი მოიცავს რეკრეაციულ სივრცეს, რომელიც 4000 კვ.მ. ფართობზეა. ეზოში, ბავშვებისთვის შემოქმედებითი ბაღი მოეწყობა. პროექტში განხორციელებული ინვესტიცია, მიმართულია ეკოლოგიურად სუფთა და მყუდრო განაშენიანების შექმნაზე. საგაზაფხულო განწყობას ინტერიერში მხატვარ მაია აბაშიძის ფერადი ნამუშევრები შექმნის.

ასევე, კომპანიის მიმდინარე პროექტებია „დომუსი ფალიაშვილის 114“, „დომუსი ჭავჭავაძის 29“ და „დომუსი იპოდრომი 2“.

რაც შეეხება „დომუსის“ დასრულებულ პროექტებს, ესენია: დომუსი ვაკის პარკი, დომუსი ჭავჭავაძის 47ა, დომუსი იპოდრომი, დომუსი ბაგები 2, დომუსი ფალიაშვილის 63, დომუსი მცხეთა, დომუსი რიგა, დომუსი კავსაძე, დომუსი ბაგები.

ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს

„მონოლით ჯგუფი“

მონოლით ჯგუფი სამშენებლო სფეროში 2013 წლიდან ოპერირებს. ქართულ სამშენებლო ბაზარზე კომპანიამ თავი დაიმკვიდრა, როგორც სანდო და მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებულმა კომპანიამ. მონოლით ჯგუფი სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო და სარემონტო სამუშაოების სრულ პაკეტს უზრუნველყოფს. მათი ხელმძღვანელობითა და თანამონაწილეობით არაერთი მრავალფუნქციური კომპლექსი, საცხოვრებელი სახლი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია აშენებული და აღდგენილი.

სამშენებლო კომპანიის პროექტებია: მონოლით გრინ სითი, მონოლით ბაგები, მონოლით რეზიდენს ორთაჭალა, მონოლით სითი, მონოლით ნუცუბიძე 1, მონოლით ნუცუბიძე 2, მონოლით ვარკეთილი. მონოლით ჯგუფში პროექტის განხორციელებისას იყენებს ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს.

ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს
ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს
ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს

„ბლოქსი“

BLOX, საქართველოში 2016 წლიდან მუშაობს უძრავი ქონების განვითარების ბაზარზე და ყოველდღე ქმნის ახალ კომფორტულ ცხოვრების სტანდარტებს. მათი მთავარი პრიორიტეტია მომხმარებლების უსაფრთხო, ევროპული სტანდარტების, მწვანე და მშვიდ ადგილებში აშენებული საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ მოიცავს შემდეგ პროექტებს: ბლოქსი კრწანისი, ბლოქსი ავლაბარი, ბლოქსი ნუცუბიძე, ბლოქსი ბელიაშვილი. ამ სამშენებლო პროექტების ადგილმდებარეობის, მთავარ დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს კი ეკოლოგიურად სუფთა გარემო, გამწვანება, ისტორიული უბნები და საინვესტიციო მიმართულებით, სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორია წარმოადგენს.

ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს
ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს
ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს

„ოუშენ კაპიტალი“

„ოუშენ კაპიტალი“ ახორციელებს უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ კლასის უძრავი ქონების, როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული დანიშნულების პროექტებს. ამჟამად კომპანია აშენებს რამოდენიმე მაღალი კლასის უძრავი ქონების პროექტს თბილისის, ვაკის რაიონში. „ოუშენ კაპიტალს“ გადაწყვეტილი აქვს გააგრძელოს ინვესტირება საქართველოში გრძელვადიანი პერსპექტივით. ოუშენ კაპიტალი (საქართველოში), ოუშენ კაპიტალ-ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთისა და შუა აღმოსავლეთის საინვესტიციო ჯგუფისგან შედგება. თითოეულ მათგანს აქვს 60 წელზე მეტი ოპერირების გამოცდილება: მშენებლობასა და სამშენებლო მასალების წარმოებაში, უძრავი ქონების (მსხვილი საცხოვრებელი, კომერციული შენობები და სასტუმროები) დეველოპმენტსა და მართვაში, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ევროპასა და აზიაში.

თბილისში ამ კომპანიის მიმდინარე პროექტებია: ოუშენ ვაკე რეზიდენსი, ოუშენ ვაკე პლაზა, ოუშენ ვაკე პარკი, ოუშენ სქაი რეზიდენსი.

ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს
ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს
ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს

„გუმბათი“

600 000 კვ.მ. აშენებული საცხოვრებელი და კომერციული ფართი – ეს კომპანია „გუმბათი ჯგუფია“, რომელმაც პოზიციონირება ბაზარზე 1998 წელს დაიწყო. ეს არის კომპანია, რომელმაც დიდი მასშტაბის მშენებლობა ბათუმში განახორციელა. „გუმბათი ჯგუფმა“ ააშენა 500.000 კვ.მ. კომერციული და საცხოვრებელი ფართი, ასევე 2 ოლიმპიური სტანდარტის სტადიონი.
კომპანიის მიერ განხორციელებული სამშენებლო პროექტებია: გუმბათი რეზიდენსი, ბულვარ ფოინთ, პორტლაინი გუმბათისგან, გუმბათი გორგასალზე, გუმბათი ხეივანში, გუმბათი თამარაშვილზე, ბულვარის კარიბჭე, გუმბათი ბაკურიანში, სუბტროპიკ სითი, გუმბათი გორგილაძეზე, გუმბათი ჭავჭავაძეზე.

ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს
ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს
ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს

„იქსორი დეველოპმენტი“

კომპანია X2 დეველოპმენტი 2014 წელს დაარსდა და მას შემდეგ ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანიაა სამშენებლო ინდუსტრიაში. X2 დეველოპმენტი პირველი კომპანიაა, რომელმაც განახორციელა მაღალსართულიანი სახლების სახურავზე საცურაო აუზების მშენებლობა. კომპანია მშენებლობისას იყენებს ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს. მათი პროექტები ინდივიდუალური კონცეფციის შესაბამისად ითვალისწინებს როგორც ღია, ისე დახურულ ავტოსადგომებს, ასევე დამტენებს ელექტრო მობილებისთვის. დღეისათვის X2 დეველოპმენტს 4 დასრულებული და 5 მიმდინარე პროექტი გააჩნია თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში. დასრულებული პროექტებია: BAKURIANI 4REST, SHARTAVA FUSION, SHARTAVA POOL HOUSE, X2 MTSKETADZE. მიმდინარე: ZENX DIGHOMI, KAZBEGI RESIDENCE, DIGHOMI RESIDENCE, TSERETELI DELUXE, VAKE PARKSIDE RESIDENCE.

ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს
ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს
ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს

„აპარტ დეველოპმენტი“

„აპარტ დეველოპმენტი“ – ეს სამშენებლო ბაზარზე წარმოდგენილი ახალი კომპანიაა, რომელიც 2023 წელს სამშენებლო მოცულობის 300%-იან ზრდას გეგმავს. კომპანიის თითოეული მიმდინარე თუ სამომავლო პროექტი გათვლილია დახვეწილ ექსტერიერზე, ეფექტურ შიდა დაგეგმარებასა და გამორჩეულ ლოკაციაზე. მათი მთავარი მიზანია ძველ თბილისს ახალი სიცოცხლე მიანიჭონ. ამ კომპანიის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსები კი ასე გამოიყურება: OLD CITY PANORAMA, OLD CITY PANORAMA II, EZO OLD TBILISI, TAGHI OLD TBILISI, APART LISI, BUKHAIDZE B1, BUKHAIDZE B2.

ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს
ტოპ – 10 დეველოპერული კომპანია, რომელიც საქართველოში მასშტაბურ სამშენებლო პროექტებს ახორციელებს
ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.