USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Tbilisi
მრავალძარღვა - ბუნების სასწაული თქვენი ჯანმრთელობისთვის
Date:  2112

მრავალძარღვას სასარგებლო თვისებები ცნობილი იყო ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში. ავიცენამ გამოიყენა ამ მცენარის ფოთლები წყლულების და ანთების დროს სისხლდენის შესაჩერებლად. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული და მისი მოპოვება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს. იშვიათია მცენარე, რომელიც ასე ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა დაავადების დროს. მას ბაბუაწვერას თვისებები თუ შეიძლება შევადაროთ.

მრავალძარღვას ფოთლები გამოიყენება სამკურნალო ნედლეულად. ძალიან ბევრი სამკურნალო ნაკრების შემადგენლობაში შედის. ზაფხულში აგროვებენ ისეთ სუფთა ადგილებში, სადაც ქიმიკატები და მძიმე მეტალებით დაბინძურებული ტერიტორია არაა. შემდეგ ახარისხებენ, რეცხავენ გამდინარე წყლით და აშრობენ ჩრდილში, მზის პირდაპირი სხვებისგან დაცულ ადგილას. თუ გინდათ, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოს ხარისხი ნედლეულმა, ინახება ან ხის ყუთებში, ან ტილოს ტომსიკებში. მზა ნედლეულის შენახვა ასეთ პირბებში შეიძლება 3 წელი.

მრავალძარღვა ოფიციალურად არის აღიარებული, როგორც სამკურნალო საშუალება, ამიტომ მისი შეძენა საქართველოში ყველა აფთიაქშია შესაძლებელი. მრავალძარღვა, როგორც სამკურნალო საშუალება, გვხვდება სხვადასხვა ფორმით:

  • ნაყენი
  • წვენი;
  • ექსტრაქტი
  • მალამო
  • სიროფი ხველისთვის.

მრავალძარღვას ფოთლებს ასევე უმატებენ ვიტამინებით მდიდარ სალათებსა და გაზაფხულის სუპებს. კოსმეტოლოგიაში მისი სამკურნალო თვისებები გამოიყენება აკნეს, ნაოჭების, ცხიმიანი კანისა და ქერტლის მოსაშორებლად.

მრავალძარღვას ფოთლები შეიცავს აქტიური ნივთიერებების მდიდარ კომპლექსს, მათ შორის გლიკოზიდ აუკუბინს მოქმედების ფართო სპექტრით. ეს ნივთიერება დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, აქვს ანტიმიკრობული, ანტისეპტიკური, ანტივირუსული, ანტისპაზმური, ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი თვისებები. ამიტომ მცენარის ფოთლებზე დაფუძნებული პრეპარატები ნორმალიზებენ კუჭისა და ნაწლავების მუშაობას და ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდ.

გლიკოზიდ აუკუბინთან ერთად, მრავალძარღვას ფოთლები მდიდარია მიკროელემენტებით, როგორიცაა კალციუმი და მაგნიუმი, შეიცავს ფლავონოიდებს და საპონინებს, ტანინებს, K და U ვიტამინებს, კაროტინს და პექტინს, ასკორბინის, ლიმონის და ოლეანოლის მჟავებს. ამიტომ, მრავალძარღვას ფოთლები გამოიყენება კუჭის სეკრეციის გასაძლიერებლად.

მცენარეში შემავალი ლორწოვანი გარსი იცავს სასუნთქ გზებს, ათხელებს ლორწოს და ხსნის ანთებას. პექტინი იცავს კუჭს წყლულებისგან, ამცირებს ქოლესტერინს და, ზოგიერთ შემთხვევაში, ამცირებს არტერიულ წნევას.

მცენარის ფოთლების გამოყენება

მრავალძაღვა გამოიყენება როგორც ანტისპაზმური, მასტიმულირებელი და ამოსახველებელი საშუალება, ამიტომ იგი შედის მრავალ მცენარეულ საშუალებებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ბრონქების სეკრეტორულ-მოტორული ფუნქციის სტიმულირებისთვის.

ნედლი ფოთლებისგან გამოწურული წვენი, როგორც მატონიზირებელი საშუალება, გამოიყენება შარდის ბუშტის ანთების, ენურეზისა და იმპოტენციის დროს.

იმავე წვენი სხვა მცენარეებთან ნარევებში გამოიყენება პროსტატის ადენომის, მამაკაცის უნაყოფობისა და პროსტატიტის სამკურნალოდ.

ხალხურ მედიცინაში, მცენარეების ფოთლები, როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება, ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი პრობლემების დროს:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მრავალძარღვას ფოთლებს შეუძლიათ გასტრიტის მკურნალობა, ასევე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების, ენტეროკოლიტის და დაბალი მჟავიანობის მქონე გასტრიტის დროს. ამ მიზნით გამოიყენება წვენი, ინფუზიები და სიროფები.

სააფთიაქო წვენი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მრავალძარღვას ფოთლებს შეუძლიათ გასტრიტის განკურნება როგორც მაღალი, ასევე დაბალი მჟავიანობის დროს. ამისთვის სიროფი, რომელსაც შეიძლენთ აფთიაქში, უნდა გაზავდეს 50 მლ ადუღებულ წყალში.

მიიღება 1 ს.კ. კოვზი სამჯერ დღეში ჭამამდე 15-20 წუთით ადრე 30 დღის განმავლობაში.

როგორ მზადდება წვენი სახლის პირობებში  

გარეცხილ მრავალძარღვას ფოთლებს დაასხით მდუღარე წყალი, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გამოწურეთ წვენი სქელი ქსოვილის დახმარებით. მიღებული წვენი უნდა განზავდეს ადუღებულ წყალში 1:1 თანაფარდობით. დუღილი არ უნდა გაგრძელდეს 3 წუთზე მეტხანს.

სამკურნალოდ მიიღება 1 ს.კ. კოვზი სამჯერ დღეში ჭამის წინ წყლით განზავების გარეშე. საჭიროების შემთხვევაში მისი გაყინვა შესაძლებელია საყინულეში ზამთრისთვის. კუჭ-ნაწლავის დაავადებების გარდა, ასეთი წვენი შესანიშნავი საშუალებაა გულის დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ეფექტურია ნევროზებისთვის, აქვს მატონიზირებელი თვისებები, ამცირებს ქოლესტერინს, არტერიულ წნევას და შეუძლია პათოგენური სტაფილოკოკის, ჰემოლიზური სტრეპტოკოკის და Pseudomonas aeruginosa-ს დათრგუნვა - გამრავლების შეჩერება. ამიტომ, გარეგანი დანიშნულებით ის გამოიყენება  ფურუნკულების, სისხლჩაქცევების, დერმატიტის და მწერების ნაკბენის შედეგების სამკურნალოდ.

ხველის დროს

მრავალძარღვას ფოთლების ცხელი ჩაი ზრდის სასუნთქი გზების აქტივობას, რაც ხელს უწყობს ნახველის გათხევადებას და ამოღებას. ასეთი ჩაი ძალიან სასარგებლოა, ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ყივანახველა და ტუბერკულოზის დროსაც კი. ჩაის მოსამზადებლად 1 ს.კ. კოვზ მშრალ, დაქუცმაცებულ ფოთლებს ესხმევა ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, 15 წუღის შემდეგ გადაწურული მიიღება ჩაის სახით.

დიარეისთვის

მრავალძარღვას ფოთლები საიმედო საშუალებაა დიარეის დროს, რადგან მათ შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები ამშვიდებს ნაწლავის კუნთებს და ამცირებს ტკივილს კრუნჩხვის დროს.  2 ს/კ  სუფრის კოვზი გამხმარი ფოთლები 1 ჭიქა მდუღარე წყალით უნდა წამოდუღდეს ორთქლის აბაზანაზე ნახევარი საათის განმავლობაში.  

ჭრილობების, დამწვრობის და ფურუნკულების სამკურნალოდ

მრავალძარღვას ფოთლების ანტიმიკრობული, ბაქტერიციდული და ჰემოსტატიკური თვისებები ყველასთვის ცნობილია. ჭრილობებზე მრავალძარღვას ნედლი ფოთლების დაფენა ძალიან სასარგებლოა, თუმცა, აუცილებელია, ფოთლები დაკრეფილი იყოს სუფთა ადგილას. წინააღმდეგ შემთხვევაში უკუეფექტი გარანტირებული.

კარგად გარეცხილი ახალი ფოთლები შეიძლება დაიჭრას და ჭრილობაზე დაეფინოს ფენა-ფენა დაზიანებულ კანზე. მისი გამოყენება შეიძლება დამწვრობის დროსაც, ოღონდ ბინტიანი სახვევი უნდა შეიცვალოს დღეში რამდენჯერმე.

მალამო ნაწიბუროვანი კანისთვის წყლულების დროს

ხმელი და დაფხვნილი ფოთლები შეურიეთ რამდენიმე წვეთ მცენარეულ ზეთს და ცვილს 1:9 თანაფარდობით.

დიაბეტისთვის

როგორც უნივერსალური სამკურნალო მცენარე, მრავალძარღვა შეიძლება ეფექტური იყოს დიაბეტთან დაკავშირებული საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევების სამკურნალოდ. ამისსთვის 2 ს.კ. კოვზ ფოთლებს დაასხით ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ წყლის აბაზანაში ნახევარი საათის განმავლობაში. დალიეთ ნახევარი ჭიქა გაციებული და გადაწურული ნაყენი ჭამამდე 15 წუთით ადრე დღეში 3-ჯერ.

მრავალძარღვას თესლის ჩენჩო - ნატურალური უჯრედისი

მრავალძარღვას თესლის ჩენჩო (Psillium husk) არის 100% ნატურალური უჯრედისი, თუმცა მისი გაცალკევება სახლის პირობებში რთულია. ამიტომ, იყიდება აფთიაქებში სხვადასხვა ფორმით - როგოrც ფხვნილის, ასევე კაფულირებული სახით.

ხელს უწყობს ნაწლავთა ბუნებრივი გაწმენდის პროცესს, გამოაქვს ტოქსინები ორგანიზმიდან, ამცირებს ქოლესტერინისა და გლუკოზის დონეს სისხლში და ინარჩუნებს ოპტიმალურ ნიშნულზე, ამცირებს მადას და ხელს უწყობს სხეულის მასის ნორმალიზებას.

tbilisi
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
See all
Survey
By the way