USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
თბილისი
მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა მიმართვას ავრცელებს - საჭიროა ვითარების რადიკალიზაციაზე უარის თქმა
თარიღი:  491

საჭიროა ვითარების რადიკალიზაციაზე უარის თქმა და მშვიდ გარემოში ერთმანეთთან საუბარი, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით, რათა ჩვენი ქვეყანა გადავიდეს განვითარების ახალ საფეხურზე, რომელიც მიუღწეველი იქნება ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთმოსმენის გარეშე, - ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა სოციალურ ქსელში წერს. 

მიტროპოლიტის განმარტებით, უნდა დასრულდეს ურთიერთბრალდებების რეჟიმში ყოფნა.

„მსურს გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრება და გულისტკივილი ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, რასაც ბოლო დღეების მანძილზე ვხედავთ: ძალადობა, პოლარიზაცია, დაპირისპირება. ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის 30 წლიან გზაზე ბევრი განსაცდელი გამოიარა, მათ შორის, ბევრი ტკივილიც იგემა: სამოქალაქო ომები, არაერთი დაპირისპირება და სირთულე, სადაც დედა ეკლესია იყო ერის შემკვრელი, გამაერთიანებელი და ნუგეშისმცემელი.სამწუხაროა, მაგრამ დღესაც, მიუხედავად ასეთი რთული გამოცდილებისა, ჩვენი საზოგადოება შეიძლება კვლავაც დადგეს დაპირისპირებისა და უკიდურესი პოლარიზაციის საფრთხის წინაშე. სწორედ ასეთი დაყოფის მაგალითია 5 ივლისის მოვლენები. ძალიან სამწუხარო და საწყენია, როდესაც აღნიშნულ შემაშფოთებელ პროცესს, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ბევრი „გულშემატკივარი“ გამოუჩნდა ზოგიერთი მედია საშუალების, პოლიტიკური პარტიის, რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ინდივიდების მხრიდან, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ 5 ივლისის სამწუხარო მოვლენები გამოიყენონ „სათავისოდ“ და ჩვენი ერისა და სახელმწიფო ინტერების საწინააღმდეგოდ. გულსატკენი და სარკასტულია, როდესაც ძალადობრივი ქმედებების წახალისებაში, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი წარმომადგენლების დადანაშაულება ხდება, მაშინ როდესაც ქრისტეს სხეული - ეკლესია, თავად არის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ძალადობაზე სიყვარულით გამარჯვების სიმბოლო.

 როგორც მისი უწმინდესობა ხშირად აღნიშნავს „სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა - ესაა მთავარი, ამას გვასწავლის სახარება. მთელი საღვთო წერილის შინაარსი არის სწორედ სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა“. ვფიქრობ, ასეთ დროს, როდესაც მიმდინარე პროცესები ასე აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისთვის, აუცილებელია პასუხი გაეცეს არსებულ კითხვებსა და უსაფუძვლო ბრალდებებს, ამიტომ მინდა შევეხო რამოდენიმე საკითხს:

1. 5 ივლისამდე, ისევე როგორც 5 ივლისს და შემდგომ პერიოდშიც, არაერთგზის იქნა საჯაროდ მოწოდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მხრიდან, ძალადობის დაგმობისა და მიუღებლობის შესახებ.

2. დაანონსებული პრაიდის კვალდაკვალ, საზოგადოების უდიდეს ნაწილში შეინიშნებოდა უკმაყოფილება, ზრდადი აგრესია და საფრთხე ფიზიკური დაპირისპირებისა. რის გამოც, სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებისა და მაშტაბური ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, დედა ეკლესიამ, მოუწოდა ყველას ლოცვისა და სიმშვიდისკენ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც წინასწარ დაანონსებული იყო პრაიდის სავარაუდო დრო და ადგილი, რაც კიდევ უფრო ზრდიდა დაპირისპირების საფრთხეს. შესაბამისად, ეკლესიის განცხადებას ჰქონდა პირდაპირი პრევენციული ხასიათი. სამწუხაროდ, ეს განცხადება, ნებსით თუ უნებლიეთ, დარჩა „ხმა მღაღადებლისად” წამქეზებელთათვის.

3. ძალიან სამწუხაროა, რომ ზემოაღნიშნულ მოვლენებში დაშავდნენ ადამიანები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. ჩვენ ვლოცულობთ მათთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ ძალადობის ყველა შემთხვევა უმოკლეს დროში იქნება გამოძიებული და შედეგები ცნობილი გახდება ფართო საზოგადოებისათვის.

4. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკლესია, თავის მხრივ, მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს სასულიერო დასის მოქმედებაზე და ძალადობის ფაქტის დადასტურებისას შესაბამისად იმოქმედოს კანონიკური და საეკლესიო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად.

5. გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მტკივნეულად აღიქმება სარწმუნოებრივი ფასეულობებისა და ეროვნული წეს-ჩვეულების ლანძღვა-გინება, შეურაცხყოფა, რასაც სისტემატიური სახე მიეცა ტელე-ეთერებიდან თუ სოციალური ქსელებიდან, რაც ამძაფრებს საზოგადოებაში არსებულ პოლარიზებულ დამოკიდებულებებს და მივყავართ უმძიმეს შედეგებამდე.

მიმაჩნია, რომ უნდა დასრულდეს ურთიერთბრალდებების რეჟიმში ყოფნა, რადაგან იგი არ დასრულდება დადებითი შედეგებით, ამის არაერთი სამწუხარო გამოცდილება გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. თუ ვთვლით, რომ ჩვენი საზოგადოება განვითარდა, დაუტევა საბჭოური აზროვნება და უფრო მეტად მიუახლოვდა დემოკრატიულ პრინციპებს, საჭიროა ვითარების რადიკალიზაციაზე უარის თქმა და მშვიდ გარემოში ერთმანეთთან საუბარი, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით, რათა ჩვენი ქვეყანა გადავიდეს განვითარების ახალ საფეხურზე, რომელიც მიუღწეველი იქნება ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთმოსმენის გარეშე“, - წერს მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა.

გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.