USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
მიქალანჯელოს "პიეტა"(დატირება) - ხილული სასწაული.
თარიღი:  8387

ბოლო 5 საუკუნის განმავლობაში მსოფლიოს მრავალი კუთხიდან მილიონობით ადამიანი ჩადიოდა იტალიის დედაქალაქ რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში, ქალწული მარიამის (ღვთისმშობლის) მკლავებზე დასვენებული იესო ქრისტეს ქანდაკების სანახავად. ამ არაჩვეულებრივი ხელოვნების ნიმუშის სახელი გახლავთ "პიეტა", რაც იტალიურად დატირებას ან სინანულს ნიშნავს. სცენა ასახავს ბიბლიურ ეპიზოდს, როდესაც ნაწამები და უკვე აღსრულებული იესოს სხეული ჯვრიდან გარდამოიხსნა.

მე-15 საუკუნიდან მოყოლებული, ეს შთამბეჭდავი ქანდაკება არაერთი მხატვრის შთაგონების წყაროდ ქცეულა. ხელოვნების ეს შედევრი ტოსკანას თეთრ მარმარილოშია გამოკვეთილი. მისი ავტორი, მიქალანჯელოა, ამ ქანდაკების შექმნისას - 1499 წელს, მხოლოდ 25 წლის გახლდათ. მისმა ამ ნამუშევარმა გადააჭარბა თავად ანტიკური ბერძნებისა და რომაელების ნამუშევრებსაც კი, იმ სტანდარტებით, რითაც საერთოდ ხელოვნება ისაზღვრებოდა.

მიქელანჯელო იყენებდა სისწრაფეს რომ ძალიან მაღალ დონეზე გაეპრიალებინა და თითქმის შეუძლებლად გაერეალურებინა ჩვეულებრივი, ცივი ქვები. მიქალანჯელოს გენია მდგომარეობდა ასევე იმაშიც, რომ შესანიშნავად იცოდა ადამიანის ანატომია.

10 საინტერესო ფაქტი ამ საოცარ ქანდაკებაზე:


1- ქანდაკება მიქელანჯელოს შეუკვეთა ფრანგმა კარდინალმა საკუთარი აკლდამისთვის. მას სურდა თავისი სახელის უკვდავყოფა და მისი პირდაპირი მითითება იყო, რომ მიქელანჯელოს შეექმნა ყველაზე მშვენიერი ქანდაკება რომში, რომელსაც ვერავინ, ვერასდროს აჯობებდა.
2- პიეტას შექმნიდან 200 წელიწადში, ის გადაიტანეს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, ვატიკანში.
3- იგი ტოსკანის თეთრ, მთლიან მარმარილოშია გამოკვეთილი.
4- პიეტა ერთადერთი ნამუშევარია, რომელსაც მიქელანჯელომ ხელი მოაწერა. ერთ დღეს, მიქალანჯელო მივიდა საკუთარი ქმნილების სანახავად, აკლდამაში დაინახა მნახველთა დიდი რაოდენობა ლომბარდიიდან. როცა ერთ-ერთმა მათგანმა, განცვიფრებულმა პიეტას სილამაზით იკითხა, თუ ვისი იყო ეს ნამუშევარი, მიუთითეს მილანელ მოქანდაკეზე. ამის შემსწრე მიქელანჯელო ღამით შეიკეტა აკლდამაში და საკუთარი სახელი ამოკვეთა პიეტაზე, რაც მერე ძალიან ინანა და აღთქმა დადო, რომ ასე აღარასდროს მოიქცეოდა.
5- მიქელანჯელომ პიეტა 24 წლის ასაკში შექმნა და სწორედ ამ საოცარმა ქანდაკებამ გაუთქვა მას საქვეყნოდ სახელი.
6- მიქელანჯელოს ჰქონდა უცნაური ჩვევა, საკუთარ ქმნილებებს ხანდახან უყვიროდა და მათ დაზიანებასაც კი ცდილობდა ხოლმე, თუმცა, პიეტას არასდროს შეხებია. 1972 წელს ქანდაკება ვანდალური თავდასხმის მსხვერპლი გახდა. უნგრელმა გეოლოგმა ჩაქუჩის თორმეტი დარტყმით მოატეხა ღვთისმშობლის ქანდაკებას მარცხენა ხელი, ცხვირის ნაწილი, დაუზიანა ლოყა და თვალი. თავდამსხმელი არ დაუპატიმრებიათ, სასამართლომ ის შეურაცხადად ცნო. ვანდალმა ორი წელი გაატარა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, შემდეგ კი დაადეპორტეს.
7- რესტავრაციას დასჭირდა ათი თვე. ათობით რესტავრატორი მუშაობდა, რომ ასობით ნამსხვრევი, ზოგი მხოლოდ რამდენიმე მილიმეტრის დიამეტრის, როგორც პაზლი ისე აეწყოთ თავიდან. გამოიყენეს უჩინარი წებო და მარმარილოს ფხვნილი. საბოლოო ჯამში რესტავრაცია ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ წარმოუდგენელია შეამჩნიოთ დაზიანების კვალი. პიეტა ახლა ტყვიაგამძლე შუშის მიღმა იმყოფება.
8- 1964 წელს პიეტა ნიუ-იორკში გადაიტანას გამოფენაზე, სადაც ის დაცვის მიზნით იმყოფებოდა 2 ტონიანი, ტყვიაგამძლე შუშის მიღმა.
9- პიეტას რესტავრაციისას რესტავრატორებმა აღმოაჩინეს დეტალი, რომელიც იქამდე უცნობი იყო, ღვთისმშობლის მარცხენა ხელში იყო გამოკვეთილი პატარა ემბლემა M რომელიც სავარაუდოდ, აღნიშნავდა ავტორის ინიციალს.
10- თუ კარგად დააკვირდებით, ღვთისმშობელი არაბუნებრივად ახალგაზრდაა 33 წლის იესოსთან შედარებით, მაგ დროისთვის ის 48 წლის უნდა ყოფილიყო, ხოლო მიქელანჯელომ მარიამი გამოსახა ბევრად უფრო ახალგაზრდა, მისი მარადქალწულებისთვის ხაზგასასმელად.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის