USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Tbilisi
მიხეილ სარჯველაძე - ეს ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია იმ მავნებლური საქმიანობის, რომელსაც სააკაშვილის გარემოცვა და თვითონ სააკაშვილი მიმართავს
Date:  

ეს ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია იმ მავნებლური საქმიანობისა, რომელსაც სააკაშვილის გარემოცვა, თვითონ სააკაშვილი მიმართავს, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში შექმნან ქვეყნის რეპუტაციის დამაზიანებელი შთაბეჭდილებები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გამოქვეყნებულ ახალ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„საბედნიეროდ არსებობს ისეთი ინსტრუმენტები, როგორიც არის „ფარა“, რადგან არაფერი რჩება ჩრდილში, მიუხედავად ცალკეული ადამიანების დიდი „მეცადინეობისა", რომლებსაც სურთ ყალბი აღქმები შექმნან, საზოგადოება, შეცდომაში შეიყვანონ. საბედნიეროდ „ფარათი“ და მსგავსი ინსტრუმენტებით დაცულია ხოლმე საზოგადოება შეცდომაში შემყვანი დეზინფორმაციული კამპანიებისგან. რაც შეეხება კონკრეტულად ამ იდენტიფიცირებულ ინფორმაციას, ეს არ არის პირველი, მაგრამ ალბათ ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია იმ მავნებლური საქმიანობისა, რომელსაც სააკაშვილის გარემოცვა, თვითონ სააკაშვილი მიმართავს, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში, მეგობარ სახელმწიფოებში შექმნან ქვეყნის რეპუტაციის დამაზიანებელი შთაბეჭდილებები. ეს ძალიან დასანანია და ყველაზე კარგად აჩვენებს, რომ პრიორიტეტი ამ ხალხისთვის არის არა ქვეყნის ინტერესი, არამედ საკუთარი ძალიან ვიწრო მერკანტილური ინტერესები“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

როგორც ირკვევა, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტების შედგენილია.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ცნობილი ხდება ის აქტივობები, რომელიც ლობისტურმა კომპანია აკერმანმა განახორციელა:

• ევროპარლამენტისთვის რეზოლუციების დაწერა და ევროპარლამენტისთვის მიწოდება (Drafting proposed resolutions for the EU Parliament);

• კომუნიკაცია ევროპარლამენტის წამების პრევენციის კომიტეტთან დახმარების მისაღებად (Communications with the European Committee for the Prevention of Torture to enlist its help);

• მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტატიების მომზადება (Strategy for and preparation of op-ed concerning Mr. Saakashvili's situation);

• მაგნიტსკის სიაში სააკაშვილის საქმის შესახებ ჩანაწერის მომზადება და მის შესახებ რელევანტურ პირებთან კომუნიკაცია (Communications concerning inclusion of Mr. Saakashvili's case in the Magnitsky List and preparation of text and materials);

• კოორდინაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ პირებთან სააკაშვილის შესახებ მასალების გაზიარების მიზნით შემდეგ ადრესატებთან: სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ მაკქოლი (Coordinate with UK officials for transmission of materials to U.S.Secretary of State Antony Blinken and Chairman of the House Committee on Foreign Affairs, Michael McCaul).

• კომუნიკაცია გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ პირებთან, რათა მათ დაარწმუნონ ბლინკენი და მაკქოლი დააწესონ სანქციები საქართველოს წინააღმდეგ (Continued work including communications with UK officials concerning their effort to persuade Sec. Blinken and Rep. McCaul to pursue sanctions against the Republic of Georgia);

• სტრატეგიის შემუშავება ამერიკელი სენატორების დასარწმუნებლად, საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიზნით (Strategy on persuading U.S. Senators to pursue sanctions against the Republic of Georgia);

• ევროპარლამენტის წევრებთან კომუნიკაციის გაგრძელება (Continued communications with members of the EU Parliament);

• საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან შეხვედრის ორგანიზების მცდელობები მისი ვიზიტი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით (Efforts to arrange meeting with current president of Georgia during his visit to New York, to seek pardon of Mr. Saakashvili).

• კომუნიკაცია აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ პირთან თბილისში და პოლონეთის ოფიციალურ პირებთან, რათა პოლონელ ექიმებს სააკაშვილის მკურნალობის შესაძლებლობა მისცენ (Communications with official of U.S. embassy in Tbilisi, Georgia, andwith officials in Poland, in effort to allow Mr. Saakashvili to betreated by Polish physicians);

• სტატიების მომზადება, მათ შორის Politico-სა და The Guardian-ში გამოქვეყნების მიზნით (Continued work on op-eds, including one published in Politico onApril 7, and proposed piece for The Guardian).

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way