USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
მიხეილ სააკაშვილი - ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო პოლიტიკურ საქმიანობაში და ამის საშუალებაც უნდა მომეცეს
дата:  2420

ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხის წინააღმდეგობის და უცხოელების გამო დატორტმანდა და ჩვენ ის ბოლომდე უნდა წავაქციოთ,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ საკააშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე იდეალური საარჩევნო სისტემა ვერ მიიღება, თუმცა არჩევნების შემდეგ ეს შესაძლებელი იქნება.

„ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხის წინააღმდეგობის და უცხოელების გამო დატორტმანდა და ჩვენ ის ბოლომდე უნდა წავაქციოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტპატიმრების ნაწილის გამოსვლა. აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს გიგი უგულავა და სხვა პოლიტპატიმრები. ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო ქართულ პოლიტიკურ საქმინობაში და ამის საშუალებაც უნდა მომეცეს და საერთოდ, უნდა იყოს ნორმალური პოლიტიკური პროცესი. იდეალურ საარჩევნო სისტემას ახლა ვერ მივიღებთ, მაგრამ არჩევნების შემდეგ, სადაც ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება, უბრალოდ დავანგრევთ მის ოცნებას და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, მერე, რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრად უკეთესი საარჩევნო სისტემის მიღებაც. ახლა მთავარია მობილიზება, შეტევა და გამარჯვებისკენ ძალიან დარწმუნებული, გაერთიანებული ძალებით სვლა“,- განაცხადა სააკაშვილმა.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати