ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხის წინააღმდეგობის და უცხოელების გამო დატორტმანდა და ჩვენ ის ბოლომდე უნდა წავაქციოთ,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ საკააშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რითაც საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე იდეალური საარჩევნო სისტემა ვერ მიიღება, თუმცა არჩევნების შემდეგ ეს შესაძლებელი იქნება.
„ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხის წინააღმდეგობის და უცხოელების გამო დატორტმანდა და ჩვენ ის ბოლომდე უნდა წავაქციოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტპატიმრების ნაწილის გამოსვლა. აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს გიგი უგულავა და სხვა პოლიტპატიმრები. ქართველი ხალხის დიდ ნაწილს უნდა, რომ მე ჩავერთო ქართულ პოლიტიკურ საქმინობაში და ამის საშუალებაც უნდა მომეცეს და საერთოდ, უნდა იყოს ნორმალური პოლიტიკური პროცესი. იდეალურ საარჩევნო სისტემას ახლა ვერ მივიღებთ, მაგრამ არჩევნების შემდეგ, სადაც ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება, უბრალოდ დავანგრევთ მის ოცნებას და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, მერე, რა თქმა უნდა, შეიძლება ბევრად უკეთესი საარჩევნო სისტემის მიღებაც. ახლა მთავარია მობილიზება, შეტევა და გამარჯვებისკენ ძალიან დარწმუნებული, გაერთიანებული ძალებით სვლა“,- განაცხადა სააკაშვილმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.