USD 2.7125
EUR 3.1517
RUB 3.3359
Тбилиси
მიხეილ ჯიბუტი: „დაუბალანსირებლობა“
дата:  1932

სიტყვა „ბალანსი“„ბალანსირება“, განმარტებითი ლექსიკონების მიხედვით, ქართულში ფრანგული ენიდანაა შემოსული და გაწონასწორებას ნიშნავს. ჯამბაზი თოკზე წონასწორობას რომ ჭოკით იცავს, იმას „ბალანსირი“ ეწოდება. აღნიშნული მნიშვნელობით ამ სიტყვის გამოყენება დღეს მინელებულია. ადამიანის სულიერი მდგომარეობის გამოსახატავად უფრო იტყვიან „გაწონასწორებული“-„გაუწონასწორებელი“, ვიდრე, „დაბალანსებულ-დაუბალანსებელი“.

ეკონომიკაში საქმე პირიქითაა: ფინანსები, ბუღალტერია, აღებ-მიცემობა ბალანსზეა ორიენტირებული და სულ მის გამოყენებაშია. თუმცა, საპარლამენტო არჩევნების პროცესში „ბალანსი“ მთავარი სიტყვა გამხდარიყოს, ასეთი მხოლოდ საქართველოში მოხდა... 

3 დეკემბერს გამოცხადდა საპარლამენტო არჩევნების შედეგები... (http://parliament.ge/ge/ajax/downloadFile/142733/1-14376_auditi). 

ვინც საპარლამენტო მანდატი მოიპოვა, ვუერთდები პერსონალურ სიხარულში, რომლის უკან რამდენ რამეზე წასვლა, რამდენი ფული, რამდენი ვალდებულება, რამდენი იმედია, ვინ მოთვლის?  იმათგან, ვინც ვერ მოხვდა „გამარჯვებულებში“ და გული წყდებათ, რომ მათი იდეების რეალიზებას ვერ მოახერხებენ - გაძლიერებას და პრინციპებისადმი ერთგულებას ვუსურვებ. იდეა - უკვდავია!  ხოლო, ვინც დიდი ფული დახარჯა და „საპარლამენტო დოღის ცხენმა“ არ გაუმართლა, მეცოდება, მაგრამ არ ვუთანაგრძნობ - ახია მათზე! მადლობელი იყვნენ გამჩენის, რომ პარლამენტის წევრად არ გახადა  და იქ მოხვედრილი მისნაირებისადმი გაგზავნილი  წყევლა-გინებისგან გადაარჩინა!

არჩევნების შედეგების „ბალანსის“ ამბავი „ბავშვმაც კი იცის“ საქართველოში თავისი  კულმინაციური 120,130, თუ 160%-იანი შედეგებით.

ჯერ არ დამთავრებულა იმის გარკვევა, გაყალბდა თუ არა არჩევნები!

მე ვამტკიცებ, რომ არჩევნების  ჩასატარებელი ბაზა საქართველოში - კანონმდებლობა, ამომრჩეველთა სიები - გამორიცხავს არაფალსიფიცირებული არჩევნების ჩატარებას, რამეთუ, მათი დამოკიდებულება არჩევნების შედეგებისადმი  მიზეზ-შედეგობრივია ისე, როგორც მზის ამოსვლა და გათენება!

ამის შესახებ, მე ჩემი პოზიცია მრავალგზის გამოვხატე (მაგ., იხ. საქართველოში არჩევნების გაყალბება კანონიერი და სავალდებულოა (http://iverioni.com.ge/16827-mikheil-jibuti-saqarthveloshi-archevnebis-gayalbeba-kanonieri-da-savaldebuloa.html).

საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩემი აზრის სისწორე და რაც მთავარია, „ბალანსის“ მეშვეობით!

ცესკოს მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო - 3 511 853.

ხმის უფლება საქართველოში, კონსტიტუციის მიხედვით,  18 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეებს გააჩნიათ.

საქართველოს სტატისტიკის  ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2020 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ცხოვრობდა 3 761 900 ადამიანი.

მოსახლეობის მთლიან რაოდენობას თუ გამოვაკლებთ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, დაგვრჩება 18 წლამდე ასაკის პირთა რაოდენობა.

3 761 900 – 3 511 853=250 317

ე.ი. საქართველოში 18 წლამდე 250 317 პირია საარჩევნო სიების მონაცემების გამოყენების შემთხვევაში.

საქართველოს სტატისტიკის  ეროვნული სამსახურის მიხედვით კი - 2020 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში 18 წლამდე იყო 880 375 სული! (https://www.geostat.ge/ka/modules/categories/41/mosakhleoba).

250 317 არ უდრის  880 375!

სხვაობა არის  630 058!

ანუ, არჩევნებში 630 058 „არარსებული ამომრჩეველი“ მონაწილეობს! 

სანამ ეს ასეა, ფაქტია დაუბალანსება, თუ დაუბალანსირებულობა ჭირს საქართველოს არჩევნებს და ის იქნება ფალსიფიცირებული!

წყარო:http://iverioni.com.ge/

общество
შსს -ს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავეს - ჯამში დაკავებულია 44 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

უწყების თანახმად, სულ დაკავებულია 44 პირი, 4 კი მიმალვაშია.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ იმ პირების გამოვლენასა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, რომლებმაც მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

გამოძიების ფარგლებში, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ დაკავებულია კიდევ 8 პირი: ზ.ა., ⁠ა. დ., ⁠ი. ჩ.,⁠ ხ.გ., გ.ჩ., გ.მ., რ.მ., ი.დ., ხოლო 4 პირი მიმალვაში იმყოფება.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში დაკავებულია სულ 44 პირი.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 4 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის მონაწილეების მიმართ გავრცელებული არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად - შეკრება-მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს, ბრალდებულებმა ათონელის ქუჩაზე კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

ვიდეოსამეთვალყურეო მასალების გაშიფვრისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულების ნაწილი სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და პოლიციელების მისამართით ისროდა სხვადასხვა მძიმე საგანსა და ქვებს. გარდა ამისა, ისინი ცდილობდნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, რა დროსაც დააზიანეს სასახლის ეზოს ჯებირები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სიახლეებს საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати