USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 144-მდე გაიზარდა
Date:  731

მიანმარში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 144 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 732 - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის სამხედრო მეთაურმა, მინ აუნ ჰლაინმა განაცხადა, რომ მსხვერპლი გაიზრდება.

„საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადე და საერთაშორისო დახმარება მოვითხოვე“, - აღნიშნა მან.

მიანმარში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სიკაინის ჩრდილოეთით, 16 კილომეტრში მდებარეობდა.

ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები ჩინეთსა და ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში იგრძნობოდა

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way