USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
მეტრო “გოცირიძის” კონტრაქტორმა კომპანიამ შესაძლოა მერიას უჩივლოს
თარიღი:  1041

მეტრო „გოცირიძეზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „მამისონი“, სამუშაოების შესრულების 4-5 თვით დაგვიანების გამო 600 000 ლარით დაჯარიმდა. დღესვე, თბილისის მერმა, "მამისონს" და სხვა ბევრ სამშენებლო კომპანიას, უპასუხისმგებლო უწოდა, დაგვიანებულად განხორციელებული პროექტების გამო. 

კომპანია “მამისონის” მეწილე ნიკოლოზ ჭკადუა  აცხადებს, რომ კომპანიამ სამუშაოების გახანგრძლივება მხოლოდ 60 დღით ითხოვა, რის გამოც დაჯარიმდა. მისი თქმით, მეტროსადგურ “გოცირიძის” სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადების გახანგრძლივება მათგან დამოუკიდებელ მიზეზებს უკავშირდებოდა.

“ჩვენს კომპანიას მოუხდა დაახლოებით 60 დღით აღნიშნული პროექტის ვადის გაგრძელება. ჩვენ ვართ ჩვეულებრივი სამშენებლო კომპანია, კომპანიას არ ძალუძს ისეთი ბიუროკრატიული საკითხების გადაწყვეტა, როგორებიცაა სანებართვო პირობები, ექსპერტიზა და ა.შ. ეკონომიკის სამინისტროსთან კონკრეტული პროცედურების გავლა სამჯერ მოგვიწია, რამაც გამოიწვია ვადების დარღვევა”, - აცხადებს კომპანია “მამისონის” მეწილე ნიკოლოს ჭკადუა.

ის არ გამორიცხავს, რომ გამოწერილი ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივროს. ჭკადუას თქმით, კომპანია 2 თვეში 600 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას არ ეთანხმება.

“ძალიან დიდი ოდენობის ჯარიმაა 2 თვის დაგვიანებაზე გამოწერილი, რაც გაურკვეველია. ალბათ ჩვენ წარვდგებით სასამართლოში სარჩელით. ეს ჯარიმა ჩვენთვისაც მოულოდნელია, რასაც არ ვეთანხმებით, იმიტომ რომ ცხადია, ვადების დარღვევაში მხოლოდ ჩვენი ბრალეულობა არ იყო. ნებისმიერ პროექტს ახლავს პრობლემები, განსაკუთრებით კი მეტროსადგურებს”, - ამბობს კომპანია “მამისონის” მეწილე.

ცნობისთვის, მეტროსადგური "გოცირიძის" რეაბილიტაცია 2021 წლის თებერვალში დაიწყო, მეტროსადგური მხოლოდ 3 თვით უნდა გაჩერებულიყო, თუმცა კონტრაქტორმა ვერ შეძლო სამუშაოების დროულად დასრულება და მასთან ხელშეკრულებას შეწყდა.

მეტრო "გოცირიძის" სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადებში ვერც მეორე კონტრაქტორმა კომპანია "მამისონმა" დაასრულა. ახალ კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმებამ სამუშაოები თბილისის ბიუჯეტს გაუძვირა, 3,7 მლნ-ს ნაცვლად სადგურის რეაბილიტაცია 4.7 მლნ ლარი ჯდება.

შპს "მამისონს", რომელიც დღეს გოცირიძის მეტროსადგურის რეაბილიტაციაზეა პასუხისმგებელი ადგილზე სამუშაოები 7 თვეში უნდა დაესრულებინა, კომპანიასთან გამარტრივებული შესყიდვის გავლით ხელშეკრულება 2021 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის