USD 2.7051
EUR 3.1366
RUB 3.3509
Tbilisi
მერაბ კოკაია- შვედეთში მოღვაწე მეცნიერი
Date:  1196

მერაბ კოკაია შვედეთში ვალენბერგის ნევროლოგიის ცენტრის კვლევით ლაბორატორიას ხელმძღვანელობს. შვედ მეცნიერებთან ერთად გენეტიკურ და უჯრედულ თერაპიულ მეთოდებს სწავლობს. კვლევის წარმატების შემთხვევაში ეპილეფსიის მკურნალობაში ახალი ერის დაწყებას ვარაუდობს.
მერაბ კოკაიამ ლუნდის უნივერსიტეტის დოცენტის წოდება ექსპერიმენტულ ნევროლოგიაში 1998 წელს მიიღო. იგი მრავალი მნიშვნელოვანი ნაშრომის ავტორია, გამოქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი პუბლიკაცია, მიღებული აქვს პატენტები. აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო-სამეცნიერო პროექტებში. ასევე ატარებს მასტერკლასებს და კითხულობს ლექციებს, მის ლაბორატორიაში ქართველი დოქტორანტებიც მუშაობენ.
ეპილეფსიის დარგში მიღწეული შედეგებით, იგი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეცნიერად არის აღიარებული.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way