USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
Tbilisi
მარტივი შეფასება რომ გავაკეთო, "ტაბელი" არის სრული სისულელე - ლევან ყარალაშვილი
Date:  1129

1 მარტიდან ძალაში შევიდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიღებული ბრძანება სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი შემუშავების წესის შესახებ, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს, მოახდინონ თანამშრომელთა აღრიცხვა სამინისტროს ე.წ. „ტაბელების“ შესაბამისად.

ამ ანგარიშფაქტურების შევსების ვალდებულება დამსაქმებლებს ყოველთვიურად ექნებათ. კომპანიებმა სიების არქივი 1 წლის ვადით უნდა შეინახონ. ამ რეგულაციის შესრულებას კონტროლს კი შრომის ინსპექცია გაუწევს.

კერძო სექტორისთვის ამ დრომდე გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურება რეგულაციის ამოქმედება. 

"ძალიან მარტივი შეფასება რომ გავაკეთო, არის სრული სისულელე. მეც კი არ მახსოვს, კომუნისტების დროს იყო მსგავსი პრაქტიკა საბჭოთა კავშირში... რეალურად ეს ინსტრუმენტი ვის სჭირდება, არ გვესმის და ვერ ვხვდებით. თუ ლაპარაკია თანამშრომლების მონიტორინგზე, მათი ინტერსების დაცვაზე ან მსგავსი იდეა თუ არის ამის უკან, ხელშეკრულებით რეგულირდება ორ მხარეს შორის ურთიერთობა და არამგონია აქ დიდი თემა იყოს.

მე ვფიქრობ, რეგულაცია ნაკლებად მოქნილობას ქმნის. ბევრ თანამშრომელს შეიძლება შეღავათი ჰქონდა და სამუშაო საათებიდან შეიძლება შეღავათი ჰქონოდა და სამუშაო საათებში გასულიყო/გამოსულიყო და ამაში არავინ ზღუდავდა.

ვის სჭირდება ეს ყველაფერი და რა ინფორმაცის შეგროვება უნდა იყოს ამის მიზანი არ მესმის. არც არავის აუხსნია, რთულად ასახსნელიცაა"-აცხადებს bm.ge-თან "თბილისი ცენტრალის" გენერალური დირექტორი, ლევან ყარალაშვილი.

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განმარტებით, ცვლილებები შრომის კოდექსიდან მომდინარეობს და მისი მიზანი დასაქმებულის ინტერესების დაცვაა, მათ შორის ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ანაზღაურების ნაწილში. 

აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციას ექნება დისკრეცია კომპანია რეგულაციის დარღვევისთვის პირველივე ჯერზე დააჯარიმოს თუ გააფრთხილოს. საჯარიმო სანქცია კომპანიის ბრუნვაზეა მიბმული და 400 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობს.
წყარო:https://bm.ge/
World
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way