1 მარტიდან ძალაში შევიდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიღებული ბრძანება სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი შემუშავების წესის შესახებ, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს, მოახდინონ თანამშრომელთა აღრიცხვა სამინისტროს ე.წ. „ტაბელების“ შესაბამისად.
ამ ანგარიშფაქტურების შევსების ვალდებულება დამსაქმებლებს ყოველთვიურად ექნებათ. კომპანიებმა სიების არქივი 1 წლის ვადით უნდა შეინახონ. ამ რეგულაციის შესრულებას კონტროლს კი შრომის ინსპექცია გაუწევს.
კერძო სექტორისთვის ამ დრომდე გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურება რეგულაციის ამოქმედება.
"ძალიან მარტივი შეფასება რომ გავაკეთო, არის სრული სისულელე. მეც კი არ მახსოვს, კომუნისტების დროს იყო მსგავსი პრაქტიკა საბჭოთა კავშირში... რეალურად ეს ინსტრუმენტი ვის სჭირდება, არ გვესმის და ვერ ვხვდებით. თუ ლაპარაკია თანამშრომლების მონიტორინგზე, მათი ინტერსების დაცვაზე ან მსგავსი იდეა თუ არის ამის უკან, ხელშეკრულებით რეგულირდება ორ მხარეს შორის ურთიერთობა და არამგონია აქ დიდი თემა იყოს.
თურქეთის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც 15 წელს მიუღწეველ მოზარდებს სოციალურ ქსელებსა და ონლაინ პლატფორმებზე რეგისტრაცია აეკრძალებათ. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, კანონი მიიღეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ 14 წლის მოზარდმა თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარაშის სკოლაში ცეცხლის გახსნა და ცხრა მოსწავლე და ერთი მასწავლებელი მოკლა.
ახალი კანონი სოციალურ ქსელებს დაავალდებულებს ასაკის შემოწმების სისტემა დანერგონ და მშობლის კონტროლი დააწესონ, აგრეთვე ოპერატიული რეაგირება მოახდინონ იმ კონტენტზე, რომელიც სახიფათოდ იქნება მიჩნეული.
სიახლე გულისხმობს იმას, რომ ისეთმა პლატფორმებმა, როგორებიცაა YouTube, TikTok, Facebook, Instagram და ა.შ., 15 წლამდე მოზარდებს რეგისტრაცია აუკრძალონ და შექმნან მშობლის კონტროლი.