USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Тбилиси
მარნეულში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის დაპირისპირების შედეგად, პარტიის 2 წევრი და „მთავარი არხის“ ჟურნალისტი დაშავდნენ
дата:  836

"ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აზერ სულეიმანოვის განცხადებით, მარნეულში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მამა-შვილი გია და ლაშა ქველაძეეები დაშავდნენ. ასევე დაშავებულია „მთავარი არხის“ ადგილობრივი კორესპონდენტი ჯეიჰუნ მუჰამედ ალი.

აზერ სულეიმანოვი მომხდარს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებს.

„ჩვენი პარტიის ცესკოს წარმომადგენლის გივი ქველაძის მანქანა იყო გაჩერებული, რა დროსაც ადგილზე „ქართული ოცნების“ რამდენიმე აქტივისტი მივიდა. კონკრეტულად კი საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ გინება დაიწყო. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე კაცი მოვიდა, მათ შორის იყვნენ სპორსტსმენებიც, რომლებმაც დაიწყეს ფიზიკური დაპირისპირება. შედეგად დაშავდა გივი ქველაძე და მისი შვილი. ისინი საავადმყოფოში არიან. ავტომობილი კი ბოლომდე განადგურებულია.

გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ჯეიჰუნ მუჰამედ ალის დაუპირისპირდნენ, ძალიან ცუდად არის. მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება „ქართული ოცნების“ მხრიდან განხორციელდა“, - განაცხადა სულეიმანოვმა.

ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მარნეულში საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати