"ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აზერ სულეიმანოვის განცხადებით, მარნეულში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მამა-შვილი გია და ლაშა ქველაძეეები დაშავდნენ. ასევე დაშავებულია „მთავარი არხის“ ადგილობრივი კორესპონდენტი ჯეიჰუნ მუჰამედ ალი.
აზერ სულეიმანოვი მომხდარს „ქართულ ოცნებას“ უკავშირებს.
„ჩვენი პარტიის ცესკოს წარმომადგენლის გივი ქველაძის მანქანა იყო გაჩერებული, რა დროსაც ადგილზე „ქართული ოცნების“ რამდენიმე აქტივისტი მივიდა. კონკრეტულად კი საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ გინება დაიწყო. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე კაცი მოვიდა, მათ შორის იყვნენ სპორსტსმენებიც, რომლებმაც დაიწყეს ფიზიკური დაპირისპირება. შედეგად დაშავდა გივი ქველაძე და მისი შვილი. ისინი საავადმყოფოში არიან. ავტომობილი კი ბოლომდე განადგურებულია.
გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ჯეიჰუნ მუჰამედ ალის დაუპირისპირდნენ, ძალიან ცუდად არის. მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება „ქართული ოცნების“ მხრიდან განხორციელდა“, - განაცხადა სულეიმანოვმა.
ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მარნეულში საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.