USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
მარკეტა გრეგოროვა - საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი, სანდო პარტნიორია, ის ყოველთვის აჩვენებდა დემოკრატიული პრინციპებისა და რეფორმების მიმართ დიდ ვალდებულებას
дата:  518

ევროპარლამენტარი „მწვანეთა ალიანსიდან“, მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ საქართველო, როგორც ასოცირების შეთანხმების ხელმომწერი, ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია თავისი უნიკალური ადგილით ევროპულ სამეზობლოში. მან ამის შესახებ განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე მსჯელობენ.

„მე ამაყი ვარ, რომ ვმუშაობ და მეტიც, ვაფართოებ ამ ურთიერთობას. მინდა, ასევე მივულოცო ყველა ქართულ პარტიას 2020 წლის 8 მარტის ურთიერთგაგების მემორანდუმი და ერთობლივი განცხადება, რაც წარმოადგენს გადამწყვეტ ნაბიჯს საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისა და ნორმალიზებისკენ. განსაკუთრებით კი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. დამატებით, მე ვიმედოვნებ და მოვუწოდებ დაინტერესებულ მხარეებს, რომ დაპირებული ზომები განხორციელდეს და ეს იქნება ნაბიჯი დემოკრატიული, ადმინისტრაციული და სასამართლო რეფორმებისკენ. საქართველოს წინსვლისთვის, მე მოვუწოდებდი, ჩაეტარებინათ სრული გამოძიება აღმასრულებელი ხელისუფლების ძალადობასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ. მოვუწოდებ კომისიას, სრულად დაუჭირონ მხარი ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას კოორდინირებული დახმარებით, რათა წავახალისოთ მდგრადი ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკურ სისტემაში სტრუქტურული რეფორმები. მათ შორის ბაზრის პრინციპებისა და სამართლიანი ბიზნეს გარემოს წახალისებით, კერძოდ კი, მცირე, საშუალო და რეგიონული ბიზნესისთვის.

მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია. ამასთან, მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცედურა უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს პროფესიულ და რეპუტაციის სტანდარტს. აუცილებელია მთავარი მიზნების კონსოლიდაცია, რათა დაცული იყოს კანონის უზენაესობა და პოლიტიკური გავლენის დასაძლევად“, – აცხადებს გრეგოროვა.

მან ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევას პოლიტიკურად, ტექნიკურად და ფინანსურად.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, ის გადამწყვეტი როლი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას აკისრია დემოკრატიულ პროცესებში, მოვუწოდო ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოს, მხარი დაუჭირონ ასეთ ძალისხმევას პოლიტიკურად, ტექნიკურად და ფინანსურად. საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია, ყოველთვის აჩვენებდა დემოკრატიული პრინციპებისა და რეფორმების მიმართ დიდ ვალდებულებას“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
 
 
Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати