USD 2.6359
EUR 3.0128
RUB 3.4331
Tbilisi
მარკ ცუკერბერგმა ფაქტების გადამოწმების პროგრამა ჯორჯ ორუელის „1984“-ს შეადარა
Date:  1340

კომპანია Meta-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა ჯო როგანთან პოდკასტში ფაქტების გადამოწმების პროგრამა ჯორჯ ორუელის „1984“-ს შეადარა.

„ვფიქრობ, ხალხი უბრალოდ გრძნობდა, რომ ფაქტჩეკერები ზედმეტად მიკერძოებულნი იყვნენ“, - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.

„ასე რომ, ვფიქრობ, ამ ყველაფრის შემდეგ, ეს არის რაღაც ისეთი, როგორიც არის „1984“. ეს ანგრევს ნდობას, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში“, - აღნიშნა მან.

კომპანია Meta-მ სამშაბათს ფაქტების გადამოწმების პროგრამას შეწყვიტა და თავის პლატფორმებზე, Facebook-სა და Instagram-ზე სიტყვის თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვები გააუქმა.

ფაქტების შემოწმების პროგრამა Meta-მ 2016 წელს აშშ-ის არჩევნების შემდეგ შემოიღო და კონტენტის მართვისა და დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ გამოიყენებოდა. თუმცა, მოგვიანებით, კომპანიის მესვეურებმა განაცხადეს, რომ ეს სისტემა „პოლიტიკური ზეწოლის“ გამო შემოიღეს და ის ძალიან შორს წავიდა.

World
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way