USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Tbilisi
მარიუპოლის მცველების მიმართ გაცემულია ბრძანება შეინარჩუნონ სიცოცხლე - ისინი უკრაინას სჭირდებიან
Date:  647

ქალაქ მარიუპოლის მცველების მიმართ გაცემულია ბრძანება შეინარჩუნონ სიცოცხლე, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ბრძანება - შეეჩერებინათ რუსი დამპყრობლების 20 ათასი სამხედროსგან შემდგარი ჯგუფი, არ გაეშვათ ისინი ზაპოროჟიესკენ, არ გაეშვათ უფრო შორს დონბასში და ძალები კიევიდან მათი მიმართულებით გაეტყუებინათ - შესრულებულია და ქალაქის ყველა მცველი გმირია.

„ახლა მათ ახალი ბრძანება აქვთ - შეინარჩუნოთ თავიანთი სიცოცხლე, ისინი უკრაინას სჭირდებიან. ეს მთავარია“,- განაცხადა რეზნიკოვმა.

მისივე განმარტებით, დღეს მიმდინარეობს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროცესები, მათ შორის მოლაპარაკებები წითელი ჯვრის დახმარებით.

„შედეგად, ეს არის მძიმედ დაჭრილების და დაჭრილების ევაკუაცია. ჩვენი მიზანია მათი სიცოცხლის შენარჩუნება და შემდეგ - თავისუფლების“,- განაცხადა რეზნიკოვმა.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way