მარინა ენდელაძემ საზოგადოებას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და შეგნებისთვის მადლობა გადაუხადა. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2 ის ეთერში გააკეთა. "ძალიან ცუდ მოცემულობაში აღმოვჩნდით, ძალიან ცუდ ვირუსთან გვაქვს საქმე. არ ვიცით, რას დატოვებს, როგორ დატოვებს, ამიტომ უნდ გავიჭირვოთ და დავრჩეთ სახლში.
კმაყოფილი ვარ მოსახლეობის, რომ სასაფლაოზე გასვლასთან დაკავშირებით ყველაფერი გაიგეს. მესმის, ძნელია, რომ მიცვალებულების დღეს ვერ ავედით საფლავზე, მაგრამ რა ვქნათ. მიცვალებულებს პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთ.მე ღამე წავედი საფლავზე, შვილთან რომ არ მივსულიყავი არ შემეძლო, თუმცა იქ ჩემს მეტი არავინ იყო" - აღნიშნა ენდელაძემ