USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
მარინა ენდელაძე: "ღამე წავედი საფლავზე... არ შემეძლო, შვილთან არ მივსულიყავი, იქ ჩემს მეტი არავინ იყო"
Date:  767

მარინა ენდელაძემ საზოგადოებას მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და შეგნებისთვის მადლობა გადაუხადა. ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სმა განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2 ის ეთერში გააკეთა. "ძა­ლი­ან ცუდ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდით, ძა­ლი­ან ცუდ ვირუს­თან გვაქვს საქ­მე. არ ვი­ცით, რას და­ტო­ვებს, რო­გორ და­ტო­ვებს, ამი­ტომ უნდ გა­ვი­ჭირ­ვოთ და დავ­რჩეთ სახ­ლში. 

კმა­ყო­ფი­ლი ვარ მო­სახ­ლე­ო­ბის, რომ სა­საფ­ლა­ო­ზე გას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­გეს. მეს­მის, ძნე­ლია, რომ მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის დღეს ვერ ავე­დით საფ­ლავ­ზე, მაგ­რამ რა ვქნათ. მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს პა­ტი­ვი უნდა ვცეთ, მაგ­რამ სი­ცო­ცხლეს უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ.მე ღამე წა­ვე­დი საფ­ლავ­ზე, შვილ­თან რომ არ მივ­სუ­ლი­ყა­ვი არ შე­მეძ­ლო, თუმ­ცა იქ ჩემს მეტი არა­ვინ იყო" - აღ­ნიშ­ნა ენ­დე­ლა­ძემ

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way