USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
Tbilisi
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში ახალი უწყება - საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკი იქმნება
Date:  644

კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოპტიმიზაციის ფარგლებში მოხდეს არსებული სახელმწიფო ფონდის ლიკვიდაცია, ის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე გამსხვილებულ ახალ საჯარო უწყებას შეერწყმება.

„ჩვენ მზად ვართ, რომ სწორად ვუპასუხოთ ეკონომიკის ყველა დარგის გამოწვევას და ასევე ამ დარგებში ოპერირებადი მცირე და საშუალო, ისევე როგორც მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლების საჭიროებებს. „აწარმოე საქართველოში“ თავისი შინაარსით ძალიან დიდ მასშტაბს შეიძენს და რეალურად გახდება საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრის ინფორმაციით, ახალი უწყება ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორს დაფარავს, თუმცა აქცენტი გაკეთდება იმ სექტორებზე, რომლებსაც გამოკვეთილად დამატებითი ყურადღება სჭირდება, მათ შორის ფულადი სახსრების მეტად მიმართვა.

„აქედან გამომდინარე, გამოვყოფდი წარმოებას, რათა შემცირდეს იმპორტზე დამოკიდებულება, ხელი შევუწყოთ კონკრეტული სექტორების განვითარებას, მათ შორის ენერგეტიკის – ამ კუთხით გარკვეული გამოწვევები გვაქვს და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყანაში იზრდებოდეს დადგმული სიმძლავრე. ასევე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორებს, რომლებსაც ეს გამოწვევები აქვთ, სახელმწიფო გვერდში დაუდგეს – იქნება ეს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა თუ სხვა რიგი ინსტრუმენტები“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება ახალი უწყების შექმნის ვადებს, მინისტრის ინფორმაციით, უკვე მზად არის აღნიშნული რეფორმის დადგენილება და სულ რამდენიმე დღეში მოხდება პროცესის საჯაროდ და ფორმალურად დაძვრა. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, გეგმა-გრაფიკის თანახმად, ფაქტობრივად, მიმდინარე პირველი კვარტლის ბოლოსთვის ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებული იქნება, სტრუქტურა  საკმაოდ მოცულობითი იქნება და, შესაბამისად, გარკვეული დრო დასჭირდება გუნდის სრულად ფორმირებას.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way