USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Тбилиси
მარია ზახაროვა - საქართველოს გააჩნია გარკვეული იმუნიტეტი დასავლეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად
дата:  742

აბსოლუტურად მიუღებელია სიტუაციის მოდელირება შიგნიდან ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით - ეს არის ის, რის გაკეთებასაც აშშ ცდილობს საქართველოში, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისი თქმით, იმის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც საქართველოში ხდება, პირდაპირ გარედან არის მიმართული.

„დასავლეთი საქართველოს განიხილავს როგორც თავისი ექსკლუზიური ინტერესების სფეროს, საკუთარ თავს უფლებას აძლევს უგულებელყოს ამ სახელმწიფოს სუვერენიტეტი მისი ინტერესების რეალიზაციის მიზნით“, - აცხადებს ზახაროვა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, „ბოლო წლებში ბევრი უკვე ხედავს და ესმის დასავლეთის მეთოდოლოგიას და გააჩნიათ გარკვეული იმუნიტეტი დასავლეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“.

https://rossaprimavera.ru

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати