USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
მარია ზახაროვა - მოსკოვი და თბილისი გეგმურად მიდიან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ, რაც “რუსი და ქართველი ერების ინტერესებს შეესაბამება”.
თარიღი:  730

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ გაურკვეველია, 2030 წელს თუ იარსებებს ევროკავშირი, საქართველოს “შესასვლელად” და აღნიშნავს, რომ მოსკოვი და თბილისი  გეგმურად მიდიან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ.

კერძოდ, 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პოტენციურ მზაობაზე საუბრისას, ზახაროვამ განაცხადა, რომ მთავარია 2030 წელს “თუ იქნება სადმე გასაწევრიანებელი“.

მან დიდი ბრიტანეთი ახსენა და განაცხადა, რომ ლონდონი “რაიმე კარგიდან არ გამოსულა”.

“ხომ იცით, მთავარი ის არის, რომ მათ, ვინც ევროკავშირში ოცდაათ [წლამდე] ან კიდევ რომელიმე წლებში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, თუ ექნებათ სადმე გასაწევრიანებელი”, - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

მისი თქმით, მოსკოვი და თბილისი საქმიანი და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გააქტიურებისკენ ისწრაფვიან, გეგმურად მიდიან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ, რაც “რუსი და ქართველი ერების ინტერესებს შეესაბამება”.

ზახაროვას თქმით, “ევროკავშირში კრიზისული მოვლენები იმდენად თვალსაჩინოა, ხოლო მათი პოტენციალი იმდენად პროგნოზირებადია, რომ იქ არაფერი ესაქმებათ მათ, ვინც თავიანთ ეროვნულ ეკონომიკებზე ფიქრობენ”, ამიტომ “ეს თითოეულია სუვერენული საქმეა”.

მან განაცხადა, რომ ვინც ევროკავშირში გაწევრიანებას განიხილავს, “უნდა შეხედოს კონკრეტულ ციფრებს, არა მხოლოდ ლოზუნგებს” და აღნიშნა, რომ ამის შესახებ მოსკოვს თბილისთან “არაერთხელ” ულაპარაკია.

“საქართველოსთან არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, არსებული პოლიტიკური უთანხმოებებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, მაგრამ ორმხრივ კავშირებს ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთსარგებლის მიმართულებით ვაშენებთ. მიმდინარეობს დიალოგი ამ მიმართულებით”, - განაცხადა ზახაროვამ.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის