USD 2.7496
EUR 3.1227
RUB 3.3435
Tbilisi
მარია ზახაროვა - მოსკოვი და თბილისი გეგმურად მიდიან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ, რაც “რუსი და ქართველი ერების ინტერესებს შეესაბამება”.
Date:  218

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ გაურკვეველია, 2030 წელს თუ იარსებებს ევროკავშირი, საქართველოს “შესასვლელად” და აღნიშნავს, რომ მოსკოვი და თბილისი  გეგმურად მიდიან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ.

კერძოდ, 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პოტენციურ მზაობაზე საუბრისას, ზახაროვამ განაცხადა, რომ მთავარია 2030 წელს “თუ იქნება სადმე გასაწევრიანებელი“.

მან დიდი ბრიტანეთი ახსენა და განაცხადა, რომ ლონდონი “რაიმე კარგიდან არ გამოსულა”.

“ხომ იცით, მთავარი ის არის, რომ მათ, ვინც ევროკავშირში ოცდაათ [წლამდე] ან კიდევ რომელიმე წლებში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, თუ ექნებათ სადმე გასაწევრიანებელი”, - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

მისი თქმით, მოსკოვი და თბილისი საქმიანი და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გააქტიურებისკენ ისწრაფვიან, გეგმურად მიდიან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ, რაც “რუსი და ქართველი ერების ინტერესებს შეესაბამება”.

ზახაროვას თქმით, “ევროკავშირში კრიზისული მოვლენები იმდენად თვალსაჩინოა, ხოლო მათი პოტენციალი იმდენად პროგნოზირებადია, რომ იქ არაფერი ესაქმებათ მათ, ვინც თავიანთ ეროვნულ ეკონომიკებზე ფიქრობენ”, ამიტომ “ეს თითოეულია სუვერენული საქმეა”.

მან განაცხადა, რომ ვინც ევროკავშირში გაწევრიანებას განიხილავს, “უნდა შეხედოს კონკრეტულ ციფრებს, არა მხოლოდ ლოზუნგებს” და აღნიშნა, რომ ამის შესახებ მოსკოვს თბილისთან “არაერთხელ” ულაპარაკია.

“საქართველოსთან არაერთხელ გვისაუბრია ამაზე, არსებული პოლიტიკური უთანხმოებებისა და დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, მაგრამ ორმხრივ კავშირებს ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთსარგებლის მიმართულებით ვაშენებთ. მიმდინარეობს დიალოგი ამ მიმართულებით”, - განაცხადა ზახაროვამ.

tbilisi
თბილისის ქუჩები რომელთაც 30 აპრილს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 30 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ვაკის რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), კუს ტბის  მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ცხვედაძის, ფალიაშვილის, ირაკლი აბაშიძის, გრიგოლ მუხაძის, ტიციან ტაბიძის, ძმები კიკნაველიძეების, რაზმაძის, თენგიზ ახმეტელის, პოლიციის, დარიალის, მიშველაძის, კავსაძის, ბერძენიშვილის, მოსაშვილის, გიორგი წერეთლის, ავალიშვილის, მიქელაძის, აბულაძის და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას. 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ლეჟავას ქუჩის მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი 

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი 

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას III, IV, VI, VII კვარტლების (ნაწილობრივ), გიორგი გეგეჭკორის, ყაზბეგის, ედიშერ მაღალაშვილის, უნივერსიტეტის, მედეა ჩახავას, ოთარ ლორთქიფანიძის, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ჩხეიძის, მარიჯანის, ირინე სხირტლაძის და პეტრე ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამოსამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way