USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Tbilisi
მანანა გუნია- თეატრისა და კინოს მხატვარი იტალიაში
Date:  885
4 წლის ასაკიდან ვიცოდი, რომ თეატრის მხატვარი გავხდებოდი. რაც თავი მახსოვს, ვხატავ. თეატრისადმი გატაცება ოჯახური ტრადიციებით იყო განპირობებული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ სწავლა ასპირანტურაში განვაგრძე, კინომხატვრობის განხრით. სწავლის პარალელურად, წამყვან თეატრებში, შოუ დადგმებზე და კონცერტებზე ვმუშაობდი. ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარა უცხოეთშიც.
 
იტალიაში 2002 წელს ჩამოვედი. ფლორენციაში დახელოვნების კურსი გავიარე ვირტუალურ სცენოგრაფიაში. ჩემი მოღვაწეობა წარმატებით დაიწყო. ფლორენციის ოპერის თეატრის კონკურსი მოვიგე, რის შედეგად გავაფორმე სპექტაკლი თანამედროვე კომპოზიტორის, ფრანჩესკო ტრავერსის ოპერა „ორესტე“, რომელიც ცნობილი ფესტივალის Maggio Musicale Fiorentino-ს ფარგლებში განხორციელდა (რეჟისორი მასიმო მატიოლი).
 
ამის შემდეგ მოვიგე ოქროს მედალი მულტიმედიურ სცენოგრაფიაში კიდევ ერთ პრესტიჟულ კონკურსზე - Premio Firenze, ეს იყო ფლორენციის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული პროექტი. ჩემი საკონკურსო ნამუშევარი გამოიფინა Palazzo Vecchio-ს Salone dei Cinquecento-ში. მახსოვს, რომ ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიყავი პრესტიჟული ჯილდოთი და ექსპოზიციით. უდიდესი ემოცია იყო ჩემთვის ამ ისტორიულ ადგილში გამოფენა.წლების მანძილზე უამრავი პროექტი განვახორციელე არა მხოლოდ თეატრალური სცენოგრაფიის მიმართულებით, არამედ როგორც საერთაშორისო გამოფენების არტ დირექტორ - დიზაინერმა. ვთანამშრომლობდი როგორც ღონისძიების დიზაინერი Vogue Italia-სთან და Condé Nast-ის ჯგუფ Alta Moda-ასთან Luxury Event - ების სფეროში.
 
ამჟამად აქტიურად ვარ ჩართული საერთაშორისო პროექტებში. ორ პროექტზე ვმუშაობ. ერთია Oxford Opera Society-ს პროექტი სეზარ კუის ოპერა „ნადიმი დიდი ჭირიანობისას,“ რომლის ლიბრეტოც ეფუძნება პუშკინის ერთ-ერთ “პატარა ტრაგედიას”, პრემიერა ივნისშია დანიშნული (რეჟისორი ტონი შარლი). მეორე არის ასტანა ოპერის პროდუქცია-დომენიკო ჩიმაროზას “საიდუმლო ქორწინება”. ასტანის ოპერაში პირველად 2019 წელს მიმიწვიეს დამდგმელ მხატვრად, ჯოაკინო როსინის ოპერის - “აბრეშუმის კიბის” გასაფორმებლად, ხოლო ჩემი მეორე კოლაბორაცია ამ თეატრთან გასულ წელს შედგა, როდესაც დონიცეტის “დონ პასკუალე” დაიდგა. ამ სპექტაკლზე მუშაობა შარშან გაზაფხულზე დაიწყო. კოვიდის პირველი ტალღის დროს ბევრი სიძნელე წარმოიშვა, მაგრამ საბოლოოდ პრემიერამ ტრიუმფალურად ჩაიარა. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ მიზანდასახულობა და ძალისხმევა ნებისმიერ სიტუაციაში თავის შედეგს იძლევა. სამომავლოდ რამდენიმე სეზონი მაქვს დაგეგმილი. ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა თეატრში ცხოვრება არ ჩერდება და მეც ამ პროცესის ნაწილი ვარ. ასევე აქტიურად ვთანამშრომლობ საქართველოსთან, პერმანენტულად ვმოღვაწეობ კიდევ ერთ სფეროში- ეს არის საგამოფენო დიზაინი.
 
ნებისმიერი მხატვრისთვის და ხელოვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროფესიული განათლების მყარი ბაზა, არამედ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი; გამოფენებში და ფესტივალებზე მონაწილეობა, პროფესიონალური კონტაქტების დამყარება და გამოცდილების გაზიარება. ასევე სასიცოცხლოდ აუცილებელია ინფორმაციის მიღება, თუ რა ხდება მსოფლიოში და როგორ მუშაობენ ჩვენი კოლეგები ან კონკურენტები. ჩვენს ეპოქაში ინფორმაცია აბსოლუტური დომინანტია, ძალიან სწრაფად ვითარდება და ამ განვითარების რიტმს არ უნდა ჩამოვრჩეთ.
analytics
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way