USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Tbilisi
მამუკა მდინარაძე - საარჩევნო ბარიერთან მიმართებაში იმდენად არ გვაქვს პრობლემა, რომ ოპოზიციას ჩავუწერთ იმას, რაზეც შეთანხმდებიან
Date:  1033

თუ ნაწილობრივი კონსენსუსი მაინც არ იქნა, პროექტის დაინიცირებას საერთოდ არ აქვს აზრი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საარჩევო სისტემის ახალ მოდელთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, თუ მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ მოდელს ოპოზიციის ნაწილი მაინც არ დაეთანხმა, საკონსტიტუციო კანონის პროექტის ინიცირებას აზრი არ აქვს.

„თუ პარტიების ნაწილი მაინც არ დაეთანხმა, ცვლილებების წარდგენას აზრი არ ექნება. თუ ნაწილობრივი კონსენსუსი მაინც იქნა, მაშინ კი ბატონო. თუ იმაზეა საუბარი, რა დათმობაზე მივდივართ ჩვენ, შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ სულ რაღაც 3-4 დღეში ყველა ის პირობა იქნება დაწერილი, რაზეც ჩვენ ზეპირად ვლაპარაკობთ. გარანტიას გაძლევთ, რომ ამ პროექტში ჩადებულ დამზღვევ მექანიზმებთან დაკავშირებით ერთი სიტყვაც კი ვერ იქნება ობიექტურად კრიტიკულად მიმართული,"- განაცხადა მდინარაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა კანონპროექტში ჩაიდოს 1%-იანი ბარიერი, მდინარაძემ უპასუხა, რომ მმართველი გუნდი მზად არის, იმდენ პროცენტიანი ბარიერის დასაწესებლად, რამდენსაც ოპოზიცია შესთავაზებს.

„ბარიერთან მიმართებაში ვაცხადებთ - რამდენიც მათ ნებავთ. შეთანხმდნენ და მოიტანონ საკუთარი ვერსია. ამასთან დაკავშირებით იმდენად არ გვაქვს პრობლემა, რომ ჩავუწერთ, რაზეც შეთანხმდებიან.

ასევე სულერთია 110/40 ზე იქნება თუ 100/50ზე, მაგრამ აქ არის ერთადერთი მოტივი, რომ 40-ს ქვევით არ შეიძლება ჩამოსვლა, რადგან უკვე დამახინჯებული სისტემა შემოდის. ასევე შემიძლია გარანტია მოგცეთ იმაზე, რომ მაჟორიტარების ნებისმიერი რაოდენობა მეორეხარისხოვანი ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ე.წ. დამზღვევი მექანიზმები იქნება კანონმდებლობაში ჩადებული,"- განაცხადა მდინარაძემ.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way