USD 2.6693
EUR 3.1079
RUB 3.7655
Tbilisi
მამუკა ხაზარაძე - „ქართულმა ოცნებამ“ პანდემია ვერ მართა და მოაწყო ქართველი ხალხის გენოციდი
Date:  1346

„ქართულმა ოცნებამ“ პანდემია ვერ მართა და მოაწყო ქართველი ხალხის გენოციდი. ყოველდღე ვკარგავთ 50 ადამიანს, რაც არის არაკომპეტენტურობის, უცოდინარობის და არაპრინციპულობის ბრალი, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კოვიდსტატისტიკაზე საუბრისას განაცხადა.

ხაზარაძის შეფასებით, თუ „სასწრაფოდ ხმა არ ამოვიღეთ და არ ვუშველეთ, ამ სიტუაციას ვერაფერი შემოატრიალებს“.

,,ამ აურზაურში დაგვავიწყდა ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს ეხება. „ქართულმა ოცნებამ“ იმით, რომ პანდემია ვერ მართა, მოაწყო ქართველი ხალხის გენოციდი. ყოველდღე ვკარგავთ 50 ადამიანს, რაც არის არაკომპეტენტურობის, უცოდინარობის და არაპრინციპულობის ბრალი. თუ სასწრაფოდ ხმა არ ამოვიღეთ და არ ვუშველეთ, ამ სიტუაციას ვერაფერი შემოატრიალებს“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ჟურნალისტების შეკითხვას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ხაზარაძის შეფასებით, არჩევნები მოტყუებით და ხმების ტოტალური მოპარვის პირობებში ჩატარდა.

,,ბათუმში 900 ბიულეტენი გაუქმდა და 15 ხმა დააკლდა ჩვენს მაჟორიტარ კანდიდატს, რომ გადასულიყო მეორე ტურში. არ მოგვცეს საშუალება გადათვლილიყო ეს ყველაფერი. საბურთალოზე ვატო სურგულაძემ 9 ხმა მიიღო და აღმოჩნდა, რომ 115 ხმა მოპარეს. ეს ორი მაგალითი საკმარისია იმის სათქმელად, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ყალბდება და ამ გაყალბებას იწვევს „ქართული ოცნება“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

society
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
 ამა წლის 29 მაისს, საკოლექციო მონეტის გამოშვებასთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, რომელმაც მის უწმინდესობას მონეტის კონცეფცია და შინაარსი გააცნო. მონეტის დიზაინზე ეროვნული ბანკი საპატრიარქოსთან ერთად იმუშავებს.
 გადაწყვეტილება საკოლექციო ოქროსა და ვერცხლის მონეტების გამოშვების თაობაზე ეროვნულმა ბანკმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წინადადების გათვალისწინებით მიიღო. კომისიის თანათავმჯდომარეები არიან კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way