USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
მამუკა ხაზარაძე - ეტყობა სიმართლე მოხვდა გულზე გიორგი ვოლსკის
თარიღი:  586

ეტყობა, სიმართლე მოხვდა გულზე გიორგი ვოლსკის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც სხდომათა დარბაზში მასსა და გიორგი ვოლსკის შორის სიტყვიერ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

"უკვე მესამე წელია ჩემზე, ბადრი ჯაფარიძეზე და ავთო წერეთელზე მიმდინარეობს ორკესტრირებული სახელმწიფო რეკეტი და ეს ხდება ძალიან შეთანხმებულად პროკურატურასთან, სასამართლოსთან, არაერთი თავდასხმა და ბრალდება იყო დეპუტატების მხრიდან პირდაპირ ეთერებში, თითქოს პროკურორები გველაპარაკებოდნენ. ერთ- ერთი ასეთი გამოსვლა იყო გიორგი ვოლსკის, რომელმაც ჩვენ დაგვადანაშაულა თანხის მითვისებაში, ამის გამო, მე და ბადრი ჯაფარიძემ შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში და უკვე გავიდა ორი წელი და არცერთი სასამართლო სხდომა არ ჩანიშნულა, როცა 1 წლის წინ, 12 წლის წინანდელ საქმეზე, სადაც არც ბრალდებულია და არც დაზარალებული, თითქმის ყოველ მეორე დღეს გვიბარებდნენ სასამართლოში. ეტყობა, ეს სიმართლე მოხვდა (გულზე) გიორგი ვოლსკის, რადგან ეს სასამართლო არის მართული და კლანური, უნდოდა თავი ემართლებინა, მაგრამ ფაქტი არის ჯიუტი, როცა მათი საქმეა, ამას დებენ თაროზე და ზრდილობის გულისთვის სხდომასაც არ ნიშნავენ და როცა მიზანში ჰყავთ ამოღებული ადამიანები, ამ შემთხვევაში ჩვენ, ყველაფერს აკეთებენ", - განაცხადა ხაზარაძემ.

ვიცე-სპიკერ გია ვოლსკისა და მამუკა ხაზარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გია ვოლსკიმ ტრიბუნასთან სიტყვის გამოსვლის დროს მის წინააღმდეგ ბადრი ჯაფარიძის მიერ შეტანილი სარჩელის შესახებ დაიწო საუბარი. ვოლსკის გამოსვლას დარბაზში ჯერ მამუკა ხაზარაძის, შემდეგ კი ბადრი ჯაფარიძის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. ვოლსკიმ ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მიმართა და განაცხადა, რომ ისინი დამნაშავეებად არ გამოუცხადებია და უბრალოდ თქვა, რომ მათ კითხვებზე პასუხები აქვთ გასაცემი.

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის