USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
თბილისი
მალე ხელოვნური ინტელექტი ადამიანის სიკვდილის დროს და მიზეზს გამოთვლის
თარიღი:  

მეცნიერებმა სიკვდილის კალკულატორი შექმნეს, რომელსაც შეუძლია წინასწარ განსაზღვროს, როდის და როგორ მოკვდება ადამიანი. კალკულატორი, სახელად, life2vec ადამიანის ცხოვრების შესახებ არსებული მონაცემებით ხელმძღვანელობს და მისი პროგნოზების სიზუსტე 80 პროცენტია.

ამ ხელსაწყოს საფუძველია ჩატბოტი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთან ინტერაქციით და ადამიანის ცხოვრების შესახებ მონაცემთა ანალიზით (ჯანმრთელობა, განათლება და შემოსავლის დონე) მომავალს წინასწარმეტყველებს.

ჩატბოტი 2008 წლიდან 2016 წლამდე, დანიის 6 მილიონი მოქალაქის პირადი მონაცემების დამუშავების პროცესში გაწვრთნეს.

დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებმა 35-იდან 60 წლამდე ასაკის ადამიანების მონაცემები შეკრიბეს, რომელთაგან ნახევარი 2016-2020 წლებში გარდაიცვალა.

მათ ხელოვნურ ინტელექტს სთხოვეს, წინასწარ განესაზღვრა, ვინ იცოცხლებდა და ვინ არა. საბოლოოდ, პროგნოზების სიზუსტემ 79 პროცენტს მიაღწია. ეს 11%-ით უფრო ზუსტია, ვიდრე ხელოვნური ინტელექტის ნებისმიერი სხვა მოდელი ან ის მოდელი, რომელსაც სადაზღვევო კომპანიები იყენებენ.

უახლოეს ხანებში ხელოვნური ინტელექტი შეძლებს, ზუსტად იწინასწარმეტყველოს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სიკვდილის მიზეზი და დრო.

კვლევის ავტორის, სუნე ლემანის თქმით, „life2vec“ მოდელი ChatGPT-ის მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენებით აანალიზებს ადამიანის ცხოვრებას და წარმოადგენს მას, როგორც მოვლენათა თანმიმდევრობას.

როგორც ავტორები ამბობენ, სიკვდილის კალკულატორი გვაწვდის შეფასებებს და არა ზუსტ პროგნოზებს ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობის შესახებ და ეს შეიძლება სასარგებლო იყოს ჩვენი ჩვევების კორექტირებისთვის და ცხოვრების ჯანსაღ წესზე გადასვლისთვის.

თბილისი
თელასი - სამგორის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 23 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აფრიკის დასახლების, ვარკეთილის მეურნეობის, ვარკეთილის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, გარდაბნის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ენუქიძის, რაზიკაშვილის, გუმათგესის,  ჭიჭინაძის, გუგუშვილის, სამგორის, ფაღავას, სანაძის, ფრისის, ქიზიყის, რკინიგზის, თვალჭრელიძის და ლორთქიფანიძის ქუჩების  მოსახლეობას. 

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის