USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
Тбилиси
მაკა ბოჭორიშვილი - ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები მიუთითებს, რომ ბევრ საკითხზეა საფიქრალი ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკურ ელიტაში
дата:  894

სხვადასხვა ქვეყნებში მემარჯვენეების, ულტრამემარჯვენეების გამარჯვებამ და წამყვან ადგილებზე მათმა პოზიციონირებამ, ბუნებრივია, აჩვენა, რომ ლიბერალური ფლანგი ბევრად უფრო სუსტად გამოიყურება ამ ქვეყნებში - ეს შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ საკმაოდ ბევრ საკითხზეა საფიქრალი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ ელიტაში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ ჩამოყალიბდება კოალიციები ევროპარლამენტში და როგორ დაჯგუფდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები.

"ევროპულმა არჩევნებმა ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოააშკარავა და გამოაჩინა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, დღეს, ევროპულ სცენაზე მთავარი პარტიები ისევ უმრავლესობით არიან წარმოდგენილი ევროპარლამენტში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მემარჯვენეების, ულტრამემარჯვენეების მიერ კონკრეტულ ქვეყნებში მოპოვებულო გამარჯვება, რაც გარკვეულწილად ახდენს და მოახდენს გავლენას ევროპული პოლიტიკის კლიმატზე. მნიშვნელოვანი იქნება ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგმება სწორედ ევროპული არჩევნების შემდგომ. ჩვენ ვნახეთ, რომ საფრანგეთში დაინიშნა ვადამდელი არჩევნები. ახლა მნიშვნელოვანი იქნება, თუ როგორ ჩამოყალიბდება კოალიციები ევროპარლამენტში, როგორ დაჯგუფდებიან სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, რამდენად ექნება ამ დაჯგუფებებს გავლენა ევროპარლამენტის პოლიტიკაზე და სხვადასხვა საკითხზე პოზიციების ფორმირებაზე.

სხვადასხვა ქვეყნებში მემარჯვენეების, ულტრამემარჯვენეების გამარჯვებამ და წამყვან ადგილებზე მათმა პოზიციონირებამ, ბუნებრივია, აჩვენა რომ ლიბერალური ფლანგი ბევრად უფრო სუსტად გამოიყურება ამ ქვეყნებში და უფრო მეტად ხალხი მხარს უჭერს მემარჯვენეებს, ან ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ ძალებს. ეს შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ საკმაოდ ბევრ საკითხზეა საფიქრალი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ ელიტაში, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ხშირად არის საუბარი, რომ პოლიტიკური ელიტის პოზიციები არ ემთხვევა ხალხის პოზიციებს," - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის არჩევნების ბოლო საპროგნოზო მონაცემების მიხედვით, მემარჯვენე-ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP) ევროპარლამენტში 184 ადგილი მოიპოვა. მედიის ინფორმაციით, მეორე ადგილზეა „სოციალისტებისა“ და „დემოკრატების“ (S&D) ბლოკი 139 მანდატით. ლიბერალურმა „ევროპულმა განახლებამ“ 22 ადგილი დაკარგა, „მწვანეებმა“ კი 20 და არჩევნებში 80 და 52 მანდატი მოიპოვეს. მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ჯგუფები „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (ECR) და “იდენტობა და დემოკრატია” (ID) - 73 და 58 მანდატი. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ჯგუფს დაუჭერს მხარს 95 დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати