USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
მაიკ პომპეო -შეერთებული შტატები „ღრმად არის შეშფოთებული“ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში თურქეთის ქმედებების გამო
თარიღი:  931

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, შეერთებული შტატები „ღრმად არის შეშფოთებული“ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში თურქეთის ქმედებების გამო. ამის შესახებ პომპეომ კვიპროსში ვიზიტისას განაცხადა.

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული თურქეთის მიმდინარე ოპერაციებით ბუნებრივი რესურსების ძიების მხრივ იმ ტერიტორიებში, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში საბერძნეთისა და კვიპროსის იურისდიქციას წარმოადგენს. ამ რეგიონის ქვეყნებმა უსაფრთხოებასთან და ენერგორესურსებთან დაკავშირებული უთანხმოება დიპლომატიური გზით, მშვიდობიანად უნდა მოაგვარონ“, - განაცხადა პომპეომ.

მისივე თქმით აშშ და კვიპროსი აძლიერებენ თანამშრომლობას უსაფრთხოების კუთხით, ამასთან ვაშინგტონი კვიპროსში ახალ სასწავლო ცენტრს ააშენებს.

შეგახსენებთ, თურქეთთან ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ანკარამ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გაზისა და ნავთობის საძიებო სამუშაოები გაააქტიურა. აღნიშნულ ტერიტორიებზე პრეტენზიას აცხადებენ საბერძნეთი და კვიპროსი. მათ მხარს უჭერს ევროკავშირი.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის