USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
მაიკ ბლუმბერგი ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად $100 მილიონს დახარჯავს
თარიღი:  1033

მილიარდერი მაიკ ბლუმბერგი ფლორიდაში დემოკრატ ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად 100 მილიონ დოლარს დახარჯავს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბლუმბერგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბლუმბერგს ძალიან უნდა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დამარცხებაში წვლილი შეიტანოს. თანხის ნაწილი ინგლისურ და ესპანურ ენებზე ტელერეკლამას მოხმარდება, ლათინოამერიკელი ამომრჩევლების მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

ფლორიდა ერთ-ერთი მერყევი შტატია. კანდიდატებს იქ 29 ელექტორალური ხმის მოპოვება შეუძლიათ. უფრო მეტი მხოლოდ კალიფორნიაში (55) და ტეხასშია (38). 2016 წლის არჩევნებში ფლორიდაში გამარჯვება ტრამპმა მოიპოვა, 2012 წელს კი ბარაკ ობამამ.

მაიკ ბლუმბერგს თავად იბრძოდა პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის დემოკრატიული პარტიიდან, თუმცა კამპანიას მარტის დასაწყისში გამოეთიშა.

საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს ჩატარდება.

წყარო:https://www.bbc.com/

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის