USD 2.6711
EUR 2.8453
RUB 2.8623
Tbilisi
მაია ჩიკვილაძე- საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ნევროლოგი
Date:  847

საქართველოს სიყვარულით დამუხტულს ბევრი პროექტი და ოცნება მქონდა. ჩემი მთავარი სურვილი ადამიანების შეცნობა იყო. 1989 წელს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ბიოტექნოლოგიებზე ჩაბარება გადავწყვიტე, მაგრამ გამოცდები წარუმატებლად გავიარე და არჩევანი სამედიცინო ფაკულტეტზე შევაჩერე: ვიფიქრე, რომ აქ გამოვიცნობდი ადამიანებს. ჩემმა ოჯახმა ჩემი დაიჯერა, რამაც მომცა თავისუფლება. მათი რწმენა დღესაც მაძლევს ძალას. 1990 წელს სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. შემდეგ დაიწყო 90-იანი წლები…1995 წელს ჟან ვანიესთან შეხვედრამ ჩემი ცხოვრების გზა რადიკალურად შეცვალა...


საქართველო 25 წლის წინ დავტოვე, 20 წელია, რაც პარიზში ვცხოვრობ. საფრანგეთში თავდაპირველად სამი თვით ჩამოვედი. ინსტიტუტის დამთავების შემდეგ ისევ დავბრუნდი იქ, სადაც ხუთი წელი გავატარე- L’Arche-ში. სირთულეები ბევრი იყო, მაგრამ მე მხოლოდ ის საუკეთესო ადამიანები და მეგობრები შევინარჩუნე, ვისი დახმარებითაც ეს სირთულეები დღეს აღარც მახსოვს.


ამჟამად უფროსი ნევროლოგი ვარ Hôpital Foch-ში. პარიზის საუკეთესო ნევროლოგიურ განყოფილებებში მუშაობამ დიდი გამოცდილება შემძინა ისეთ მიკრო სპეციალიზაციებში, როგორებიც არის : ნერვიული სისტემის დიზიმუნური დაავადებები, მათ შორის გაფანტული სკლეროზი, ვასკულარული ნევროლოგია, ნეიროგემეტიკა და ნეირო მეტაბოლური დაავადებები.


ნევროლოგია ჩემი მთავარი მოწოდებაა. მედიცინას ხომ ადამიანის და ბუნების საიდუმლოებით გამოულევ სამყაროში შეჰყავხარ. ამიტომ ვიცი, რომ მედიცინა ნევროლოგიის მეშვეობით არასოდეს მომწყინდება! მედიცინამ მასწავლა ორი რამ: დაიჯერე სხვისი გამოცდილების, მაგრამ არ დაჯერდე! თუ ეჭვი გაქვს, არ დანებდე! დარწმუნდი, რომ ყველაფერი გააკეთე პაციენტისთვის, რომ მასთან ერთად შეგიძლია დასძლიო დაავადებები. საჭიროა ყოველთვის წინსვლა, ახალის შეცნობა, წყაროს გადამოწმება - ანუ დინამიკა, წონასწორობის ძებნა შენს თავში და სამყაროში, რადგან სიცოცხლე ჰარმონიული მოძრაობა და წინსვლაა, რაც ჩერდება - კვდება...


არასოდეს დანებდეთ ცუდს, უიმედობას, წარუმატებლობას, სულიერ ტკივილს, ფიზიკურ სირთულეებს! გააღვივეთ თქვენში ნიჭი არა სხვისი გამოყენების, არამედ ადამინების დაფასების, მათთან ინტერესების გაზიარების. “იბრძოლეთ” თქვენი ნიჭის გამოვლენისთვის, რათა სიკეთე და სიხარული მოუტანოთ საკუთარ თავს და თქვენი პროფესიით მისცეთ იგივე სხვას!

culture
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way