USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
მაია ბითაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჭავჭავაძის გამზირზე გადასაადგილებლად 20-25 წუთი სჭირდებოდა, დღეს 8 წუთი სჭირდება
Date:  1164

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელსაც ჭავჭავაძის გამზირზე გადასაადგილებლად 20-25 წუთი სჭირდებოდა, დღეს 8 წუთი სჭირდება.

როგორც ბითაძე აცხადებს, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, საცობების მართვისკენ და ეს ღონისძიებები მთელ თბილისში გატარდება.

„ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ, სატრანსპორტო სქემის შეცვლის პირველ დღეს, ბუნებრივია, იყო გარკვეული პრობლემები, რომელიც დაკავშირებული იყო ავტომობილების მძღოლების ახალ მარშრუტთან ადაპტაციით. მთელი შაბათ-კვირა მიმდინარეობდა ფაზების გადაწყობა ახალ მარშრუტთან მიმართებით. აბსოლუტურად გამართლდა ჩვენი მოლოდინები, რომელიც დაფუძნებულია სატრანსპორტო მოდელის კვლევებსა და ნაკადების დათვლაზე. ნაკადების დათვლა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და არა მარტო ჭავჭავაძის გამზირის ნაკადებია დათვლილი, არამედ, მთელი თბილისის მასშტაბით. სამარშრუტო სქემები, რომელსაც მერია განახორციელებს, დაფუძნებული იქნება სწორედ ამ კვლევებზე და ელექტრონულ-პროგრამულ-ციფრულ მოდელებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს არის საქართველოში პირველი ნაბიჯი, როდესაც თანამედროვე მეთოდებზე დამყარებით უზრუნველყოფს იმას, რომ თბილისში საცობები ეტაპობრივად აღმოიფხვრება. ეს მოხდება იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელსაც ჭავჭავაძის გამზირზე გადასაადგილებლად 20-25 წუთი სჭირდებოდა, დღეს 8 წუთი სჭირდება. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, საცობების მართვისკენ და ეს ღონისძიებები მთელ თბილისში გატარდება“, - განაცხადა ბითაძემ.

თბილისის მერის მოადგილემ ოპონენტებს ურჩია ევროპის ქვეყნების გამოცდილებას გაეცნონ.

„დაახლოებით, 15-18 წლის წინ ევროპის დიდ ქალაქებში - პარიზში, მილანში, ამსტერდამში ზუსტად იგივე პრობლემებს აწყდებოდნენ და ზუსტად სატრანსპორტო მოდელების და სქემების გამოყენებით მართულია ამ ქალაქებში საცობები. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მოსახლეობამ კარგად უნდა გაიგოს - ჭავჭავაძეზე ერთი ხელის მოსმით არ ყოფილა გადაწყვეტილება მიღებული, ეს დაფუძნებული იყო სატრანსპორტო კვლევებზე, ნაკადებზე და ამაში გვეხმარებიან ჩვენი უცხოელი კოლეგები. ნაკადები ჭავჭავაძეზე 50/50-ზე გადანაწილდა. საათში ამ გამზირზე გადაადგილდებოდა 3000-მდე მანქანა, აქედან 50% იყენებდა ზედა ქუჩებს. ის 50%- რომელთ დანიშნულების ადგილი იყო არა ჭავჭავაძის გამზირი, არამედ ზედა ვაკე, ისარგებლებს ახალი სამარშრუტო სქემით. ამ სქემით ისინი ბოლო ერთი წლის განმავლობაშიც სარგებლობდნენ ჭავჭავაძის რეაბილიტაციის პროცესში.

ვარწმუნებ მოსახლეობას, რომ ჩვენ ნაკადები დათვლილი გვაქვს პიკის საათებში 20%-იანი მატებით. არც სექტემბრის გვეშინია და არც იმის, რომ რაღაც ისეთი მოხდება, რასაც ქართველი მძღოლები ვერ დაემორჩილებიან. სატრანსპორტო სქემაზე ადაპტაციას ერთი-ორი დღე სჭირდება, თუმცა, ნაკადებზე დაკვირვებას მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ. მთავარია ის, რომ მოლოდინის დრო მგზავრებისთვის საგრძნობლად არის შემცირებული“, - განაცხადა ბითაძემ და დასძინა, რომ თუ დღეს საზოგადოებრივ ტრანსპორტს 50 ათასი ადამიანი გადაჰყავს, ახალი სქემების ამოქმედების შემდეგ 90 ათასი მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი.

ასევე, მერის მოადგილის თქმით, დედაქალაქის ყველა იმ უბანში, სადაც დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ დადის, ავტობუსები ივლის.

„მერწმუნეთ, 7-8 წლის შემდგომ ჩვენი მენტალიტეტისთვის ბევრად ბუნებრივი იქნება 18-მეტრიანი ავტობუსით გადაადგილება ძალიან მოკლე დროში, ვიდრე კერძო ავტომობილით გადაადგილება და საწვავში დიდი თანხების გადახდა. იმის გათვალისწინებით,. რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფასის გაზრდას მერია არ გეგმავს და კვლავ სუბსიდირებას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ბითაძემ.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way