USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ლვოვში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
თარიღი:  

ლვოვში, რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა და მინიმუმ 3 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ლვოვის მერზე, ანდრეი სადოვოიზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი განცხადებით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება და ამ დროისთვის ნანგრევებიდან 3 ადამიანის ცხედარია ამოყვანილი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის