ლვოვში, რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა და მინიმუმ 3 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ლვოვის მერზე, ანდრეი სადოვოიზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი განცხადებით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება და ამ დროისთვის ნანგრევებიდან 3 ადამიანის ცხედარია ამოყვანილი.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.