USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
ლუკაშენკოს ირანში ვიზიტი, ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაღრმავების გაფართოებაა - სახელმწიფო დეპარტამენტი
дата:  227

ბელარუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირედ ითვლება, გუშინ თეირანში ირანის პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისს შეხვდა. ბელარუსის სახელმწიფო მედიის ცნობით, მათ ხელი მოაწერეს “ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი თანამშრომლობის 2023-2026 წლების გზამკვლევს“.

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ირანში ვიზიტი, გარკვეული თვალსაზრისით, ირანსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაღრმავების გაფართოებაა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

„ეს არის ის, რასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ისინი ხშირად ისინი ერთად იყრიან თავს“, - აღნიშნა პრაისმა ბრიფინგზე.

 

Тбилиси
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати