USD 2.6047
EUR 2.9576
RUB 3.1039
Tbilisi
ლუგარის ლაბაროტორია - საქართველოს იარაღი პანდემიის წინააღმდეგ
Date:  3972

დღეს როდესაც კორონავირუსი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პანდემიად არის გამოცხადებული, ნათლად გამოჩნდა თუ რა უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის თბილისის ლუგარის ლაბორატორიას.

რომ არა ლუგარის ლაბორატორია, საქართველოში ვერ მოხდებოდა ამ ვირუსების დიაგნოსტირება და მათი გავრცელება უფრო მასშტაბური იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ  კორონავირუსის გავრცელების საფრთხე რეალურია, ლუგარის ლაბორატორიის წყალობით ჩვენ უკვე ვიცით, რას ვებრძოლოთ, ვიცნობთ სიმპტომებს და პრევენციულ გზებსაც ოპერატიულად ვეძებთ.

კორონავირუსმა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებიც კი საგონებელში ჩააგდო,­ მაგრამ საქარ­თველო თავისი არცთუ განვითარებული ჯანდაცვის სისტემის ფონზეც კი, საკამოდ ორგანიზებულად უმკლავდება პანდემიას, რაშიც ჩვენი უმაღლესი დონის სპეციალისტებთან ერთად, ლუგარის ლაბორატორიასაც უდიდესი როლი მიუძღვის.

ის, რომ საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ის  მზად არის გამოწვევების, ეს დიდწილად ლუგარის ლაბორატორიის სრულყოფილი მუშაობით აიხსნება.

სწორედ ლუგარის ლაბორატორიის დიდი მნიშვნელობის გამო მოხდა ის რუსეთის ინტერესების სფეროში და  პრორუსულმა ძალებმა ის ლამის ანტისახელმწიფოებრივ დაწესებულებად გამოაცხადეს.

სწორედ ამ ლაბორატორიის დამსახურებაა, რომ რეგიონში ბევრ სახელმწიფოს არ შეუძლია ვირუსის ასე ოპერატიულად დადგენა, როგორც ლუგარის ლაბორატორიის ქართველ სპეციალისტებს. სწორედ აქ ამოიცნეს "ღორის გრიპად" წოდებული H1N1, ფრინველის ვირუსი და სხვა სახიფათო დაავადებები. ლუგარში ჩატარებული ექსპერიმენტები და ის ცოდნა, რასაც ქართველი ექიმები იღებენ, მხოლოდ საქართველოს კი არა, მსოფლიო ერების ჯანმრთელობას იცავს მომაკვდინებელი ინფექციებისგან. ცენტრში მუშაობენ როგორც ამერიკელი, ასევე დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნიდან და პოსტსაბჭოთა სივრციდან ჩამოსული მკვლევრები.

 ოფიციალურად ამ დაწესებულებას რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი (Richard G. Lugar Center for Public Health Research) ეწოდება.

კვლევითი ცენტრი თბილისის აეროპორთან ახლოს მდებარეობს. ის უმაღლესი სტანდარტებითაა მოწყობილი და ბიოუსაფრთხოების მესამე დონე აქვს მინიჭებული, რაც ნიშნავს, რომ აქ მუშაობენ ყველა სახის მიკრობთან, რამდენიმე ყველაზე საშიში პათოგენის – მაგალითად, ციმბირის წყლულის და შავი ჭირის გარდა.

საქართველოს კვლევით ინსტიტუტებში ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან იყო შემორჩენილი უამრავი სინჯარა საშიში ბაქტერიებითა და ვირუსებით. ლუგარის ლაბორატორიის გახსნის შემდეგ, ეს პათოგენები იქ გადაიტანეს, რადგან ქართულ კვლევით ინსტიტუტებში მათი შენახვის წესები სათანადოდ დაცული არ იყო.

სწორედ უსაფრთხოების მიზნით შეარჩიეს ცენტრის  ასაშენებლად ქალაქის განაპირა რაიონი.

რი­ჩარდ ლუ­გა­რი, ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რი და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „ლუ­გა­რის ცენ­ტრის“ პრე­ზი­დენ­ტი, 87 წლის ასაკ­ში 2019 წელს გარდაიცვალა. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე 87 წლის სე­ნა­ტო­რი ინ­დი­ა­ნას უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფეს­ო­რად მუ­შა­ობ­და, ასე­ვე იყო - ის­ტო­რი­ი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­პა­ტიო ლექ­ტო­რი. ინ­დი­ა­ნა­პო­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და რი­ჩარდ ლუ­გა­რის სიმ­პო­ზი­უმს მო­მა­ვა­ლი ლი­დე­რე­ბის­თვის.

 აშშ-ს სე­ნატ­ში ყოფ­ნის დროს ლუ­გა­რი მუ­შა­ობ­და ისე­თი გლო­ბა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­კი­თხებ­ზე, რო­გო­რი­ცაა კვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა, ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცია, ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბა.

რი­ჩარდ ლუ­გა­რის სა­ხე­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის კვლე­ვი­თი ცენ­ტრი სა­ქარ­თვე­ლო­ში სრულ ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში 2013 წლის აგ­ვის­ტო­ში შე­ვი­და.

 და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლუ­გა­რის ცენ­ტრი, მთე­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით, სრუ­ლად გად­მო­ცე­მუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში, ხოლო 2018 წლი­დან ლუ­გა­რის ცენ­ტრის და ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ქსე­ლის სრულ და­ფი­ნან­სე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა.

 ლუ­გა­რის ცენ­ტრი აერ­თი­ა­ნებს თა­ნა­მედ­რო­ვე დო­ნე­ზე აღ­ჭურ­ვილ ბი­ო­უ­საფრ­თხო­ე­ბის მე-2 და მე-3 დო­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ებს, რო­მელ­თა მი­ზა­ნია ადა­მი­ა­ნი­სა და ცხო­ველ­თა სა­შიშ და­ა­ვა­დე­ბა­თა გა­მომ­წვე­ვი პა­თო­გე­ნე­ბის დრო­უ­ლი აღ­მო­ჩე­ნა და იდენ­ტი­ფი­კა­ცია "ერ­თი­ა­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის" პრინ­ცი­პით.

 ცენ­ტრში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (ჯან­მო) მიერ აკ­რე­დი­ტი­რე­ბუ­ლი 3 ვირუ­სო­ლო­გი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია (პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტის, გრი­პის, წი­თე­ლა–წი­თუ­რას), გარ­და ამი­სა, ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს გარე, სა­ერ­თა­შო­რი­სო ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლით ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი: როტა ვირუ­სე­ბის, ინ­ვა­ზი­უ­რი მე­ნინ­გი­ტე­ბის, მა­ლა­რი­ის, ან­ტი­ბი­ო­ტი­კო­რე­ზის­ტენ­ტო­ბის, დიფ­თე­რი­ის და სალ­მო­ნე­ლო­ზე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­კა­ში, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ცენ­ტრმა წა­რად­გი­ნოს გა­ნა­ცხა­დი ჯან­მოს მო­თა­ნამ­შრომ­ლე ცენ­ტრის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად.

 და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ფარ­თოდ იყე­ნე­ბენ მა­გის­ტრან­ტე­ბის და დოქ­ტო­რან­ტე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად და სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბი­სათ­ვის სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, მათ შო­რის მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან.

 სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე კლა­სი­ფი­კა­ცი­ით მე­სა­მე დო­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბაც შე­უძ­ლია, რაც ამ ინ­ფექ­ცი­ის დრო­უ­ლად გა­მოვ­ლე­ნი­სა და მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

 ლუ­გა­რის ცენ­ტრის აშე­ნე­ბის მი­ზა­ნი პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში გა­ფან­ტუ­ლი სა­ხი­ფა­თო ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნით გა­მო­ყე­ნე­ბა იყო. ცენ­ტრი უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბით არის მო­წყო­ბი­ლი და ბი­ო­უ­საფრ­თხო­ე­ბის მე­სა­მე დონე აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი, რაც ნიშ­ნავს, რომ აქ თით­ქმის ყვე­ლა სა­ხის მიკ­რობს იკ­ვლე­ვენ. სე­რო­ლო­გი­ურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში უამ­რა­ვი და­სა­ხე­ლე­ბი­სა და თვი­სე­ბის ვირუ­სი და ბაქ­ტე­რი­აა, მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის კვლე­ვა კი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

 თბილისის ლაბორატორია ნამდვილად აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერაა დაფინანსებული.

2013 წლიდან ლაბორატორიას საქართველოს ეროვნული დაავადებათა კონტროლის ცენტრი მართავს (NCDC), რაც აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC) ანალოგია. ამერიკელი თანამშრომლების რაოდენობა კი, ბოლო წლებში საგრძნობლად შემცირდა.

საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული საქართველოში არსებობდა სხვადასხვა პროფილის ლაბორატორიები, როგორიცაა თბილისში, საბურთალოს რაიონში, ასათიანის ქუჩაზე არსებული „შავი ჭირის საწინააღმდეგო საქართველოს სადგური“, რომელიც დღეს „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრად“ არის გადაკეთებული, სადაც თითქმის 70 წლის განმავლობაში შავი ჭირის, ჯილეხის, ბრუცელოზის საშიშ პათოგენებზე მუშაობდნენ.

კიდევ ერთი ასეთი უწყება იყო ტაბახმელას ბიოლოგიური კომბინატი, რომელიც ვაქცინებს აწარმოებდა, თუმცა საიდუმლო გეგმის შესაბამისად მას 24 საათში შეეძლო გადაეწყო სამუშაო პროცესი და ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების გამოშვებაც დაეწყო.

მიმდინარე ცენტრის მშენებლობა 2004 წელს, აშშ-ის მთავარობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი ხელშეკრულების და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე დაიწყო. შეთანხმების სრული სახელწოდება „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ იყო. აშშ-ის ხელისუფლებას არ სურდა, საბჭოთა პერიოდიდან საქართველოს ტერიტორიაზე ბიოლოგიურ იარაღზე მომუშავე მეცნიერები მსოფლიოს ძნელად კონტროლირებად ქვეყნებში, ირანში ან ჩრდილოეთ კორეაში წასულიყვნენ, ასევე ცდილობდნენ საქართველოდან არ გასულიყო ბიოლოგიურ იარაღთან დაკავშირებული ტექნოლოგიები და უსაფრთხოდ დაცული ყველა ის პათოგენი, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ინახებოდა საქართველოში.

ლუგარის კვლევითი ცენტრი 2011 წელს გაიხსნა, თუმცა, სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის კვლევითი ცენტრი დაავადებათა ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას.

ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე ბოლო 13 წლის განმავლობაში, ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობისა და ბიოუსაფრთხოების სფეროში განხორციელდა და ხორცილდება ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომლის საერთო ჯამური ღირებულება 2018 წლისთვის შეადგენს დაახლოებით 350 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას. ამ პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში მოეწყო თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიული ქსელი ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დიაგნოსტირებისთვის.

ლუგარის კვლევითი ცენტრი, მთელი თავისი აღჭურვილობით სრულად გადმოცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში, 2018 წლიდან კი ლუგარის კვლევითი ცენტრის და ლაბორატორიული ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 30 იანვრიდან 577 შესაძლო შემთხვევის ნიმუში იქნა გატესტილი ლუგარის ლაბორატორიაში და 25 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, რომელთაგან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობის ისტორიას, 1 ესპანეთში, დანარჩენი ყველა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, ამ მომენტისთვის მსოფლიოში კორონავირუსის 132 992 შემთხვევა არის დადასტურებული, გარდაიცვალა 4945 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 68 891 პაციენტი.

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way