USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
Тбилиси
ლონდონელი მოსამართლე პიტერ სმიტი ვანო ჩხარტიშვილს - : ,,ვანო, გარდაცვლილი მეგობრის ძარცვა ქართული ტრადიციაა?!“
дата:  1827

ბიზნესმენი, ვანო ჩხარტიშვილი მედიით გამოჩნდა და წინასაარჩევნოდ ხელისუფლების ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.

ჩხარტიშვილმა ძირითადი დრო "ლელოს" დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს დაუთმო და შუშის სასახლეში გამართული შეხვედრაც გაიხსენა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩხარტიშვილმა სახელისუფლებო ნატარივი გაიმეორა და თქვა, რომ გენერალური პროკურორი ამ შეხვედრაზე შეცდომით იყო და მას იქ იყო ყოფნის დროს, საქმესთან დაკავშირებით არაფერი არ უთქვამს.

ჩხარტიშვილის რწმუნებით, წინა ხელისუფლების პერიოდში, პროკურატურამ TBC ბანკი ბევრ საქმეში "გამოიყენა".

გუშინდელი ეთერის დროს, ჩხარტიშვილმა მისი და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს შორის არსებულ დავაზე ვრცლად საუბარი არ ისურვა.

როგორც ცნობილია, ლონდონის სასამართლოში ვანო ჩხარტიშვილის დავა პატარკაციშვილების ოჯახთან რამდენიმე საინტერესო ფრაგმენტს მოიცავდა. მათ შორის ყველაზე საინტერესო იყო თავად ჩხარტიშვილის 4 დღიანი ჯვარედინი დაკითხვა, რა დროსაც ჩხარტიშვილმა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებაც კი მისცა.

სასამარლოს ჩანაწერებში, რომლის ნაწილიც “ვერსიამ” გაასაჯაროვა შეგვიძლია ვიპოვოთ შემდეგი ჩანაწერი - მოსამართლე ასკვნის, რომ ვანო ჩხარტიშვილის ჩვენება რეგულარულად იცვლებოდა და შინაგანად არათანმიმდევრული იყო.

ჩხარტიშვილის ოთხდღიანი ჩვენებიდან მოსამართლე პიტერ სმითმა დაასკვნა, რომ არ არსებობდა შეთანხმება, რომლითაც ჩხარტიშვილი ,,ბლუ ტროპიკის~ ბენეფიციარი მფლობელი უნდა ყოფილიყო. (http://mediamall.ge/new/9924-ratom-daibna-britanul-sasamartloshi-dakitkhvisas-vano-chkhartishvili-da-rogor-gashishvlda-kidev-ertkhel-qartuli-martlmsajuleba)

აქვე საინტერესოა ლონდონელი მოსამართლის კითხვა რომელიც მან ვანო ჩხარტიშვილს დაუსვა - პიტერ სმიტი: ,,ვანო, გარდაცვლილი მეგობრის ძარცვა ქართული ტრადიციაა?!“

(http://georgianpress.ge/com/news/view/19680?lang=1).

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати