USD 2.6963
EUR 3.1646
RUB 3.3149
Тбилиси
ლოიდ ოსტინი - უკრაინას წარმატებული კონტრიერიშის “ძალიან კარგი შანსები” აქვს
дата:  

პენტაგონი ბრძოლის ველზე "უკრაინელების მთავარ საჭიროებას" ასახელებს - "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება საჰაერო თავდაცვა, შორი დისტანციური იარაღი და ჯავშანტექნიკა.

 „ახლა უკრაინელების მთავარი საჭიროება საჰაერო თავდაცვაა, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბრძოლის ველზე, მათ ასევე სჭირდებათ შორი მოქმედების იარაღი და ჯავშანტექნიკა. და ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ ასეთი შესაძლებლობების მნიშვნელოვან პაკეტით. ჩვენ ასევე ვატრენინგებთ მათ და იარაღის მიწოდების გარანტიას ვაძლევთ“ ,- თქვა ოსტინმა. 

ოსტინის თქმით, რუსეთის ძალებთან შედარებით უკრაინას ახლა “მნიშვნელოვანი უპირატესობა” გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ფრონტის ხაზი ორივე მხარეს იცვლებოდა და “ბახმუტის რაიონში ახლა საკმაოდ სერიოზული ბრძოლები” მიმდინარეობს.

“უკრაინელებმა რუსებს მნიშვნელოვანი დანაკარგები მიაყენეს, და მათ საკუთარი ჯავშანტექნიკის მარაგები ამოწურეს ისე, როგორც ამას არავინ არასდროს არ წარმოიდგენდა. და ახლა ვხედავთ, რომ რუსეთს საწყობებიდან T-54 და T-55 ტანკები მოაქვს იმ დანაკარგების დონის გამო, რომელიც უკრაინელებმა მიაყენეს”, - განაცხადა ოსტინმა.

მან აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით რუსეთის რესურსები იცლება, მათ შორის საარტილერიო ჭურვების, რის გამოც იგი იძულებულია დახმარება ირანსა და ჩრდილოეთ კორეას სთხოვოს.

“ამიტომ ვფიქრობ, რომ გაზაფხულზე საბრძოლო ქმედებების გააქტიურებას დავინახავთ, ვინაიდან მანევრირებისთვის პირობები უმჯობესდება, და ასევე იმის საფუძველზე რაც უკვე გავაკეთეთ და რის კეთებასაც ვაგრძელებთ. ვფიქრობ, უკრაინას წარმატებისთვის ძალიან კარგი შანსები ექნება”, - განაცხადა ოსტინმა.

экономика
სომხეთის ეკონომიკის მინისტრი - სომხური პროდუქცია საქართველოს გავლით, შესაძლოა, აზერბაიჯანში გავიდეს

სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი აცხადებს, რომ სომხური პროდუქციის აზერბაიჯანში ექსპორტის საკითხი დღის წესრიგშია. მინისტრის თქმით, მხარეებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარების „საკმაოდ ფართო პოტენციალი“ არსებობს.

პაპოიანის განმარტებით, ვაჭრობის განვითარებისთვის ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას „საქართველოს რკინიგზის“ ხაზით ტრანზიტის კონკურენტული ღირებულება წარმოადგენს.

„შესაძლებელია არა მხოლოდ იმპორტი [აზერბაიჯანიდან], არამედ ექსპორტიც. ამ ეტაპზე, საკმაოდ კონკურენტული ფასი [ტრანზიტის ტარიფი] მივიღეთ საქართველოს რკინიგზისგან. შესაბამისად, ბევრი შესაძლებლობაა“, - განაცხადა მან.

მინისტრმა ჩამოთვალა იმ საქონლის სიაც, რომლის მიწოდებაც სომხეთს მეზობელი ქვეყნისთვის შეუძლია:

  • მეტალურგია: ალუმინი, ალუმინის ფოლგა, ფერომოლიბდენი;
  • სოფლის მეურნეობა: ხილ-ბოსტნეული, პირუტყვი;
  • მსუბუქი მრეწველობა: ტექსტილის სხვადასხვა ნაწარმი;
  • სასმელები.

 

ამ ეტაპზე მიწოდების ორგანიზაციული საკითხების განხილვა მიმდინარეობს. სომხეთის ეკონომიკის მინისტრი იმედოვნებს, რომ თბილისი და ბაქო „მორიგი წარმატებული გარიგების შესახებ“ მალე გამოაცხადებენ.

ორი დღით ადრე, 26 დეკემბერს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ სომხეთში აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების საქართველოთი ტრანზიტის ტარიფთან დაკავშირებული საკითხი მოგვარებულია. მისი თქმით, თავდაპირველად საქართველოს მიერ დასახელებული ტარიფი „მართლაც ძალიან მაღალი“ იყო და არსებულ პრაქტიკას არ შეესაბამებოდა, რამაც აზერბაიჯანში კითხვები გააჩინა. ბაირამოვის განმარტებით, საკითხში საქართველოს ხელმძღვანელობა ჩაერთო და კომპანიებს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება ბაზრის პირობებთან სრულად შესაბამის ტარიფზე.

აზერბაიჯანული პროსამთავრობო მედიის ცნობით, შეთანხმება საქართველოს რკინიგზასთან შედგა. ბაირამოვმა საქართველოს ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს. ამ ეტაპზე საჯაროდ არ სახელდება ტარიფის კონკრეტული განაკვეთი, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ.

более
голосование
Кстати