USD 2.7268
EUR 3.1435
RUB 3.4821
Тбилиси
Allgemeine Zeitung _ „ხაჭაპური არის საუკეთესო…. ქართული ღვინო საოცარი არომატით“
дата:  312
ხაჭაპური არის საუკეთესო…. ქართული ღვინო საოცარი არომატით“,- ასეთი შეფასება გააკეთა გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალურმა მინისტრმა, ჯემ ოზდემირმა საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2023″ (Gruene Woche 2023) ქართულ სტენდთან, სადაც მას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ უმასპინძლა, – აღნიშნულია გერმანულ გამოცემაში Allgemeine Zeitung.
ბერლინში, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2023″ (Grüne Woche 2023), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სტენდია წარმოდგენილი. სტენდზე 16 ქართული კომპანია საკუთარ პროდუქციას გამოფენის დამთვალიერებელს აცნობს. მონაწილე კომპანიების ძირითადი ნაწილი სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარები არიან.

აღსანიშნავია, რომ ქართულ სტენდზე წარმოდგენილმა პროდუქციამ გამოფენის მაღალი რანგის სტუმრების და ვიზიტორების განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

ქართული სტენდი გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალურმა მინისტრმა, გერმანიის მწვანე პარტიის ლიდერმა, ჯემ ოზდემირმა, ბერლინის მერმა, გერმანიის სოციალ დემოკრატების პარტიის წევრმა, ფრანცისკა გიფეიმ და ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით იანუშ ვოჩიეჩოვსკიმ დაათვალიერეს. სტუმრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ უმასპინძლა, ქართული პროდუქცია გააცნო და ქართულ ღვინოსთან ერთად, ტრადიციული კერძები დააგემოვნებინა.

ჯემ ოზდემირმა და ფრანცისკა გიფეიმ ერთხმად აღიარეს, რომ გამოფენაზე წარმოდგენილ კერძებს შორის, ქართული ხაჭაპური განსაკუთრებულად გემრიელი იყო, ხოლო ღვინის სამშობლოში, საქართველოში ჩამოსხმულ ღვინოს გამორჩეული არომატი და გემო აქვს.

ქართულ სტენდზე სტუმრობის დროს, გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ფედერალურმა მინისტრმა, ჯემ ოზდემირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.

 

аналитика
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ანალიზი - გიორგი კობერიძე
- რუსული იერიში გრძელდება დონეცკის ოლქში. პოკროვსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსული მოიერიშე ნაწილები კვლავ ფლანგებიდან, ბრტყელტუჩას მანევრის განხორციელებას ცდილობენ უკრაინელი მცველების წინააღმდეგ. მათი მიზანია ტორეცკედან კოსტიანტინივკამდე, ან კიდევ უფრო ჩრდილოეთით, დრუჟივკამდე ყველა იმ ტერიტორიის ათვისება, რომელშიც ახლა უკრაინელები აკონტროლებენ.
 
ამის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში კი კრამატორსკისაკენ გაჭრას შეეცდებოდნენ. იმ ფონზე, რომ რუსული წინსვლა ნელია, უკრაინელთა ალყაში მოხვედრის საფრთხე მცირეა. ამასთან, იმდენად ნელა მიიწევენ რუსები წინ, რომ უკრაინელები ახერხებენ ზურგში ახალი თავდაცვითი პოზიციების აგებას, რაც რუსულ წინსვლას კიდევ უფრო აფერხებს. კრამატორსკი და სლავიანსკი და მისი შემოგარენი ციხე-სიმაგრედაა ქცეული. ამაზე ჯერ კიდევ 2023 წლიდან საუბრობდნენ. ზოგადად ფრონტის ხაზი ბოლო ორი წელიწადია ამ მიმართულებაზე ძალიან ნელა იცვება.
 
თუკი რუსებს დრუჟივკა-კოსტიანტინივკასაკენ სვლა არ გამოუვიდათ, ცხადია არის შანსი დასავლეთით განავითარონ შეტევა, რათა პოკროვკის მოექცნენ თავზე.
 
- რუსული იერიში გრძელდება დონეცკის ოლქის დასავლეთით, უშუალოდ პოკროვკისა და მის შემოგარენში. აქაც, რუსებს წინსვლა შესამჩნევად ნელი აქვთ და რაც მთავარია მათ რიგებში მსხვერპლია ძლიან დიდი. პოკროვსკი ომამდე 60 ათასიანი დასახლება იყო. მას რუსები ერთი წელია უტევენ, ხოლო მთელს ამ სექტორს - წელიწადნახევარია.
 
რუსული არმიის ძირითადი ნაწილები სწორედ პოკროვსკისა და ტორეცკე-ჩასივ იარის მიმართულებაზე არიან თავმოყრილები. გენერალური შტაბის უფროსის, სირსკის განმარტებით დაახლოებით 700 ათასი რუსი სამხედროა უკრაინაში, რომელთაგანაც 500 ათასი აღმოსავლეთის ფრონტზეა გადასროლილი.
 
- მაისში დაწყებული რუსული შეტევა სუმის ოლქზე დასტაბილურებული და ზოგიერთ ნაწილში სრულად შეჩერებულია. მეტიც, უკრაინელებმა გაათავისუფლებს რუსების მიერ დაკავებული დასახლება ანდრიივკა და მისი შემოგარენიც. ბრძოლა ოლეკსივკას მიმართულებით მიმდინარეობს. უკრაინამ ინიციატივა დაიბრუნა ამ სექტორში. მომდევნო დღეები უკეთ გამოაჩენს სურათს.
 
სუმის ოლქი რუსეთის კურსკის ოლქს ესაზღვრება. რუსები, გარდა სასაზღვრო სოფლების დაკავების მცდელობისა, ცდილობდნენ გაჰყოლოდნენ სუმი-სუჯას მაგისტრალს, თუმცა ჯერჯერობით იუნაკივკას ვერ გასცდნენ ისინი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მონაკვეთში საზღვრიდან 7 კილომეტრში შეიწიეს მხოლოდ. რუსების მიერ ოკუპირებული ყველაზე დიდი სივრცე კი საზღვრიდან 15 კილომეტრია.
 
იუნაკივკასათვის ინტენსიური ბრძოლა გრძელდება. ამ პატარა ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით დიდი ტყიანი საფარია და მის ხელში ჩაგდებას ცდილობენ რუსები. აქედან არამხოლოდ სუმის მიმართულებით შეუძლიათ აწარმოონ ინტენსიური საარტილერიო დარტყმები, არამედ ტყეში შედარებით ფარულად გადაადგილდნენ კიდეც. უკრაინელებმა ჩაშალეს რუსების მცდელობა სწრაფად დაეკავებინათ დასახლება.
 
და ეს იმ ფონზე, რომ რუსების 50 ათასიანი დანაყოფია მობილიზებული ამ მიმართულებაზე. ეს კი საკმაოდ უმნიშვნელო შედეგია თან თუკი გავითვალისწინებთ იმ პროპაგანდისტულ და პოლიტიკურ კამპანიას, რომელიც სუმის ოლქის ოკუპაციაზე იყო გაკეთებული. სხვათა შორის პუტინმაც ისაუბრა სუმის შესახებ. ჯერჯერობით კრემლი ისე ფუთავს სიტუაციას თითქოს ინიციატივა მხოლოდ მათ ხელში იყოს და თავად წვეტდნენ სადამდე წაიწევენ წინ და რას უზამენ სუმის ოლქს.
 
თუკი რუსეთის მხრიდან ეს ზაფხულის მთავარი შეტევაა მაშინ საკმაოდ ცუდ შედეგს აჩვენებენ ისინი. მაგრამ ჰიპოთეტურად არ არის გამორიცხული კიდევ სხვა ჩანაფიქრი ჰქონდეთ მათ.
 
- სირსკიმ კომენტარი გააკეთა რუსეთის სუჯას ოლქზე. მან აღნიშნა, რომ უკრაინელები კვლავ ინარჩუნებენ რამდენიმე პლაცდარმს რუსეთში და რომ უკრაინა არ აპირებს შეტევით ოპერაციებზე უარის თქმას.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати