USD 2.7079
EUR 3.1680
RUB 3.3354
Тбилиси
ლინოი აშრამი, ისტორიაში პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი ისრაელიდან
дата:  1392
ლინოი აშრამი (დ. 13 მაისი, 1999) — ებრაელი ტანმოვარჯიშე. ასპარეზობს მხატვრულ ტანვარჯიშში. აშრამმა კარიერა 2014 წელს დაიწყო. მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული აქვს 6 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი. ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული აქვს 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი. არის მსოფლიო თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების პრიზიორი.
 
7 წლის ჰიპერაქტიური ბავშვი მხატვრულ ტანვარჯიშზე დედამ მიიყვანა და იქიდან დაიწყო ის, რაც დღეს ოლიმპიური ჩემპიონობით გაგრძელდა.
 
ბოლო 5 ოლიმპიადა, მხატვრულ ტანვარჯიშში სულ რუსები ხდებოდნენ ჩემპიონები, ამჯერადაც რუსები იყვნენ აშკარა ფავორიტები, მაგრამ ლინოიმ უკან ჩამოიტოვა ყველა ფავორიტი და ჰავა ნაგილას ტექნო ვერსიის ჰანგებით დაამარცხა რუსი ტანმოვარჯიშეები.
 
უკვე 3 წელია ლინოი ჯარშიც მსახურობს, დილის 8 საათიდან 11-მდე შტაბში მდივნად მუშაობს. "მიყვარს ეს საქმეც. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს ქვეყანას ასეც ვემსახურო" - აცხადებს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი ისრაელიდან.
 
 
общество
1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.

„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299

საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати