ლინოი აშრამი (დ. 13 მაისი, 1999) — ებრაელი ტანმოვარჯიშე. ასპარეზობს მხატვრულ ტანვარჯიშში. აშრამმა კარიერა 2014 წელს დაიწყო. მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული აქვს 6 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი. ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული აქვს 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი. არის მსოფლიო თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების პრიზიორი.
7 წლის ჰიპერაქტიური ბავშვი მხატვრულ ტანვარჯიშზე დედამ მიიყვანა და იქიდან დაიწყო ის, რაც დღეს ოლიმპიური ჩემპიონობით გაგრძელდა.
ბოლო 5 ოლიმპიადა, მხატვრულ ტანვარჯიშში სულ რუსები ხდებოდნენ ჩემპიონები, ამჯერადაც რუსები იყვნენ აშკარა ფავორიტები, მაგრამ ლინოიმ უკან ჩამოიტოვა ყველა ფავორიტი და ჰავა ნაგილას ტექნო ვერსიის ჰანგებით დაამარცხა რუსი ტანმოვარჯიშეები.
უკვე 3 წელია ლინოი ჯარშიც მსახურობს, დილის 8 საათიდან 11-მდე შტაბში მდივნად მუშაობს. "მიყვარს ეს საქმეც. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს ქვეყანას ასეც ვემსახურო" - აცხადებს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი ისრაელიდან.