USD 2.7334
EUR 3.0969
RUB 3.4746
Tbilisi
ლევილის ქართველთა მამულში შატოს სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა და აქტიურად მიმდინარეობს ფასადის რესტავრაცია
Date:  3093
ლევილის ქართველთა მამულში შატოს სახურავის რეაბილიტაცია დასრულდა და აქტიურად მიმდინარეობს ფასადის რესტავრაცია.
 
სამუშაოებს ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის გამოცდილების მქონე ფრანგული კომპანია „დიუბოკი“.
შატოს ფასადი, ხის დარაბების ჩათვლით, ისტორიული ფერებით, მასალითა და მეთოდით აღდგება.
 
მოცემული სამუშაოები 2023 წლის მესამე კვარტალში დაიწყო, ორ ეტაპად ხორციელდება და მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
ლევილის მამულში ე.წ. ორანჟერეის შენობის ბოლო ნაწილი დასუფთავდა და მალე რეაბილიტაცია დაიწყება.
 
ასევე ლევილის მამულის ტერიტორიაზე ე.წ. ორანჟერეის შენობის ბოლო ნაწილის გაწმენდისა და ნარჩენების ნაგავსაყრელზე გატანის პროცესი დაიწყო.
 
შენობის ამ ნაწილში წლების მანძილზე ცხოვრობდა ლევილის სათვისტომოს წევრი მათე ბოლქვაძე. 1975 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ ლევილის მამულის მცხოვრებლები ამ სივრცეს გამოუსადეგარი ნივთების საწყობად იყენებდნენ.
 
tbilisi
გლდანის რაიონშის მესამე მიკრორაიონის N3ა – 3ბ კორპუსებთან, დაახლოებით 1 500 კვ.მ ფართობზე, სკვერის მოწყობა დაასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობამ მესამე მიკრორაიონის N3ა – 3ბ კორპუსებთან, დაახლოებით 1 500 კვ.მ ფართობზე, სკვერის მოწყობა დაასრულა.
 
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე არსებული უკანონო ავტოფარეხების, შენობა-ნაგებობისა და ძველი კონსტრუქციების დემონტაჟი განხორციელდა, მათ ნაცვლად კი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე მოეწყო.
 
მოსახლეობისთვის გაკეთდა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონები, ასევე დაიდგა ღია სივრცის მაგიდის ჩოგბურთი. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, კერძოდ, დაიგო ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. სკვერში განთავსდა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურაც.
აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 368 704 ლარი დაიხარჯა.
 
ამასთან, მომავალ წელს დაგეგმილია მეორე ეტაპის განხორციელება, რომლის ფარგლებში, მე-3ბ კორპუსის მიმდებარედ უკანონო შემოღობვები მოიხსნება და 4000 კვ.მეტრამდე სივრცე სრულად მოწესრიგდება.
 
დასრულებულ პროექტს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way