USD 2.7051
EUR 3.1798
RUB 3.2840
Tbilisi
ლევან საყვარელიძე - ადამიანი, რომლის აღზრდილი ექიმები წარმატებით ებრძვიან კორონავირუსს
Date:  1931

დღეს როდესაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა, ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე ბუნებრივია ის ექიმები დგანან, რომელთა სპეციალიზაცია ინფექციური პათოლოგიების წინააღმდეგ ბრძოლაა.

საბედნიეროდ საქართველოში ამ მიმართულებით მსოფლიო დონის სპეციალისტები გვყავს. სწორედ მათი 24 საათიანი დაუღალავი შრომის და მათი უმაღლესი კვალიფიკაციის შედეგია, რომ საქართველოში ხერხდება კორონოვარუსის გავრცელების კონტროლი და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა მთელს მსოფლიოში.

უდიდესი პატივისცემით გვინდა გავიხსენოთ ადამიანი, რომელმაც თანამედროვე ქართული ეპიდემიოლოგიური და მიკრობიოლოგიური სკოლის შექმნას თავისი ცხოვრების მრავალი წელი მიუძღვნა და რომლის დამსახურებაცაა ის, რომ დღეს ქართველი ექიმები ტოლს არ უდებენ მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტებს. ეს გახლდათ აკადემიკოსი ლევან საყვარელიძე.

ლევან საყვარელიძებ-ნი ლევანი იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და წარმატებული მინისტრი, რომელიც კი ოდესმე ჰყოლია ქართულ ჯანდაცვას. სწორედ მისი დამსახურებით შეიქმნა საქართველოში, შავი ჭირის სადგურისგან  განსაკუთრებით საშიშ დაავადებებზე მომუშავე სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი, რომლის საფუძველზეც შემდგომ ჩამოყალიბდა ახლანდელი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ცენტრი და რომელიც 1992 წლიდან მის სახელს ატარებს. ამავე დროს ბატონი ლევანი მრავალი წლის განმავლობაში იყო სამედიცინო ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიის კათედრის გამგე. გაზარდა და აღზარდა ქართველი ეპიდემიოლოგების, ბაქტერიოლოგების, ვირუსოლოგების თაობები. ამ დაწესებულების ბაზაზე ჩამოყალიბდა ლუგარის ლაბორატორიაც, რომლის წარმატებული მუშაობითაც ასე ამაყობს მთელი საქართველო და დღესაც იქ ბატონი ლევანის გაზრდილი კადრები მუშაობენ.

მინი დოსიე: დაიბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1946 წელს. 1947-1949წწ. იყო საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ფლოტის სამმართველოს მთავარი ექიმი; 1949-1954წწ. უფროსი სახელმწიფო სანიტარული ინსპექტორი; 1954-1959წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამმართველოს უფროსი; ვაქცინაციისა და შრატების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ეპიდგანყოფილების გამგე; 1959 წლიდან სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ინსპექციის უფროსის მოადგილე; 1962-1971წწ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი; 1971-1973წწ. სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1972-1976წწ. ალჟირის რესპუბლიკის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტის მრჩეველი; 1977-1988წწ. შავი ჭირის საქართველოს სადგურის დირექტორი (ახლანდელი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რომელიც 1972 წლიდან მისი სახელობისაა); 1977-1991წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიის კათედრის გამგე; მრავალი სამეცნიერო შრომისა და ორი მონოგრაფიის ავტორია; ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1968).

tbilisi
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე დედაქალაქის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი, N109 საბავშვო ბაღი გაიხსნა
ახალი შენობა თბილისის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
 
„დღეს ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო, რომელსაც სიახლით ვხვდებით. ისნის რაიონში აშენდა 109 ბაგა-ბაღი, რომელიც ყველაზე დიდია დედაქალაქში. მას შეუძლია, მოემსახუროს 600-მდე აღსაზრდელს. დღეის მდგომარეობით, ბაღში 470 პატარაა რეგისტრირებული. კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ ბაღებში აღრიცხვიანობა ელექტრონულად იქნება შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულია. მინდა, მივულოცო პატარებს და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის დაწყება.
 
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა - დაწყებული სათამაშოებიდან დასრულებული თეთრეულამდე. მოთხოვნილია საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი და პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. რა თქმა უნდა, ყველა პირობა დაცულია. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას განვაგრძობთ. ქალაქს ახალაშენებული ბაღები კიდევ შეემატება, ძველებს კი შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდება, რათა ჩვენს შვილებს, პატარებს ჰქონდეთ ყველანაირი პირობა სწავლა-განათლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
 
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მერს ბავშვთა ციფრული აღრიცხვიანობის ახალი სისტემა გააცნო, რომელიც 15 სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში ქალაქის 10 საბავშვო ბაღში ამუშავდა, წლის ბოლომდე კი სისტემაში ყველა ბაღი ჩაერთვება. პროგრამის წარდგენისას ქალაქის მერს აღრიცხვიანობის სიმბოლური ბარათიც გადასცეს.
 
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე N109 საბავშვო ბაღის 20-ჯგუფიანია და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ბაღი მოწყობილია ბავშვთა სკოლამდელი განათლების კუთხით არსებული ყველა ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად - უზრუნველყოფილია ბავშვთა უსაფრთხოება ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით, საევაკუაციო კიბეებით, ლიფტით შშმ პირთათვის და ასევე, ტექნიკური ლიფტით სამზარეულოს პერსონალისთვის. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და ტერასა სპორტული აქტივობებისთვის. ბაგა-ბაღის მშენელობა და აღჭურვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით დაფინანსდა.
 
N109 ბაღის დემონტაჟი მისი ავარიულობის გამო განხორციელდა, მის ნაცვლად კი ახალი შენობის მშენებლობა დაიგეგმა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ქალაქის მერს რეაბილიტაციამდე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენა.
 
ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, ისნის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი რჩეულიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე და პარლამენტის დელეგატი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way