USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
ლევან ბოძაშვილი - ქართული ღვინის ტოკენიზაციის მეგა პროექტი იწყება
Date:  1436

Wiv Global-ის პარტნიორის და წარმომადგენელის საქართველოში, ევროკავშირის ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის პროგრამის მკვლევარის ლევან ბოძაშვილის განცხადებით ევროკავშირის ინოვაციების ჰორიზონის პროგრამის ფარგლებში წარმატებას მიაღწია პროექტმა, რომელიც ქართული ღვინის ტოკენიზაციას და მის გლობალურ ბაზარზე გავრცელებას შეუწყობს ხელს.

„ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის ახალი შესაძლებლობები იხსნება. ტექნოლოგიური კომპანია WIV Technologies გლობალურ კომპანია EY(ერნსტ&იანგ)-თან ერთად ქართული ღვინის გლობალურ ბლოკჩეინ პლატფორმაზე განთავსებას განახორციელებს. პროექტი, რომელსაც 2020 წლის ევროკავშირის ინოვაციების ჰორიზონის პროგრამის აღმატების ბეჭედი მიენიჭა, ითვალისწინებს ქართული ღვინის ტოკენიზაციას და მის გლობალურ ბაზარზე გაყიდვის უზრუნველყოფას გონიერი კონტრაქტების მეშვეობით.

  კომპანიის ბლოკჩეინ სისტემა საშუალებას იძლევა მოხდეს ქართული ღვინის გლობალურ დონეზე აუთენთიკაცია ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე და მარკეტინგული დანახარჯების შემცირება, მათ შორის აზიურ ბაზრებზე.

კომპანიას აქვს ოფისების გლობალური ქსელი ნიუიორკიდან სინგაპურამდე. პროექტი ითვალისწინებს მაღალი ხარისხის ღვინის მწარმოებელთა კონსორციუმის დაფუძნებას, რომელში შემავალი ბრენდების მიერ წარმოებული ღვინის ტოკენიზაცია მოხდება. ეს ამ კომპანიებს მისცემს საშუალებას მოახდინონ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა გლობალური მარკეტინგული გეგმების დასაფინანსებლად. კომპანიას აქვს $100 მილიონამდე საკრედიტო პაკეტი, რომელზე წვდომაც ქართულ კომპანიებს გაეხსნებათ 2020 წლის მარტიდან.

WIV Technologies უზრუნველყოფს ღვინის აუთენტურ ჩანაწერებს ბლოკჩეინზე, ტოკენიზაციას, თრეკინგს, სავაჭრო ლიკვიდურობასა და ბაზრებზე წვდომის უზრუნველყოფას საკუთარი გლობალური ქსელის მეშვეობით. სისტემაში უკვე ინტეგრირებულია 170-ზე მეტი მსოფლიო ღვინის ბრენდული კომპანია, მათ შორის ფრანგული Chateau Lafite, Cheval Blanc and Margaux და სხვები.“

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way