USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
11 °C
Tbilisi
ლენონის წერილი მაკარტნის:
Date:  2268

წე­რი­ლი, რო­მე­ლიც აუქ­ცი­ონ­ზე 20 000 დო­ლა­რად იყი­დე­ბა, ჯონ ლე­ნონ­მა და­წე­რა და ლინ­და და პოლ მა­კარტნებს გა­უგ­ზავ­ნა. წე­რი­ლი 1971 წელ­სა და­წე­რი­ლი, თუმ­ცა ზუს­ტი თა­რი­ღი მი­თი­თე­ბუ­ლი არ აქვს და ის შე­საძ­ლოა, პა­სუ­ხი იყოს ლინ­და მა­კარტნის წე­რილ­ზე, რო­მე­ლიც მან ლე­ნონს გა­უგ­ზავ­ნა, სა­დაც კი­ცხავ­და, რომ "ბითლზი­დან" წას­ვლა სა­ჯა­როდ არ გა­ნა­ცხა­და. ლე­ნო­ნი წე­რილ­ში გან­მარ­ტავს, რა­ტომ არ გა­ა­კე­თა სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა წას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით:

"პოლი და ალენ კლე­ი­ნი (ჯგუ­ფის მე­ნე­ჯე­რი) მთე­ლი დღე­ე­ბი დამ­დევ­დნენ, არა­ფე­რი თქვა ჯობ­სო, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, "ბითლზის" იმიჯს ავ­ნებ­სო. გახ­სოვს? ამი­ტომ შე­იგ­ნე მაგ გარ­ყვნილ თავ­ში მი­სის მა­კარტნი, ახ­ვა­რი მე­უბ­ნე­ბო­და, ჩუ­მად იყა­ვიო". 

მისი და მე­უღ­ლის, იოკო ონოს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე კი ლე­ნო­ნი წერს:

"იმე­დია ხვდე­ბით, რა გაგ­ვი­კე­თეთ თქვენ და მთელ­მა "კე­თილ­მა" მე­გობ­რებ­მა მე და იო­კოს, რაც ერ­თად ვართ. ჩვენ ორი­ვე ჰო "თქვენ­ზე მაღ­ლა ვი­დე­ქით" და გა­პა­ტი­ეთ, ამი­ტომ იმე­დია მიხ­ვდე­ბით მა­ინც, რა ტვირ­თი აგ­ვკი­დეთ თქვე ღირ­სე­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბო. უკაც­რა­ვად, თუ "ბითლზე­ბის სივ­რცე" გა­მო­ვი­ყე­ნე იმის­თვის, რომ რაც მინ­დო­და მე­სა­უბ­რა. ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი კი­თხვებ­ზე პირ­და­პირ მე­პა­სუ­ხა, როცა ჯგუფ­ზე მკი­თხავ­დნენ, იო­კო­ზე თუ პოლ­ზე, სა­ბო­ლო­ოდ კი ყვე­ლა­ზე "წყლი­ან" ფრა­ზებს ტო­ვებ­დნენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. შენ ქმარ­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლი არ ვარ, მე­ცო­დე­ბა. ვიცი, რომ ბითლზი "კარ­გი ბი­ჭე­ბის­გან შედ­გე­ბა", მე ერთ-ერთი მათ­გა­ნი ვარ, ისი­ნი ისე­თი­ვე ნა­ბიჭ­ვრე­ბი არი­ან, რო­გო­რიც ყვე­ლა, ამი­ტომ მო­ი­შო­რე ეგ ამ­პარ­ტავ­ნე­ბა. სხვა­თა შო­რის, მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე მე და იო­კოს ბევ­რად ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი გვქონ­და, ვიდ­რე მთე­ლი "ბითლზის" არ­სე­ბო­ბის ხა­ნა­ში".

შემ­დეგ მომ­ღე­რა­ლი მა­კარტნის ცო­ლის ან­გა­რე­ბის და გაყ­რის სა­კი­თხსაც ეხე­ბა:

"რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ფული მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლას­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რა ნა­გა­ვიც გა­მო­ვი­და შენი შეშ­ლი­ლი ოჯა­ხი­დან და ლინ­დას ნა­თე­სა­ვე­ბის­გან. ღმერ­თმა გიშ­ვე­ლოს პოლ, ორ წე­ლი­წად­ში შევ­ხვდე­ბით, როცა მაგ ქალს გა­ეყ­რე­ბი. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, გიგ­ზავ­ნით სიყ­ვა­რულს თქვენ ორს, ჩვენ ორის­გან", - წერს ლე­ნო­ნი.
ბლოგი
ვინ გახდება ახალი პაპი?
რომის პაპი არამხოლოდ რელიგიური, არამედ პოლიტიკური ინსტიტუციაცაა. მას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საერთაშორისო ურთიერთობებზე, მით უფრო რომ დიპლომატიურ მისიებში, ტრადიციულად, რომის ნუნციუსი - ელჩი - სხვა დიპლომატების კოლეგიაში მოწინავე პოზიციაზე დგას და დეკანის პატივსაცემ პოზიციას იკავებს ხოლმე. პაპის პოლიტიკურ პოზიციას მთელს ქრისტიანულ სამყაროზე აქვს გავლენა, შესაბამისად, თუ ვინ იქნება რომის შემდეგი ეპისკოპოსი (პაპობის კიდევ ერთი დასახელება) ძალიან მნიშვნელოვანია.
პაპის არჩევა კარდინალთა კოლეგიის მიერ ხდება, რომელსაც კონკლავი ეწოდება. ის პაპის გარდაცვალებიდან მე-15 დღიდან მე-20 დღემდე შეიძლება შეიკრიბოს, თუმცა თუკი კარდინალები უფრო მალე ჩავლენ რომში მისი დაწყება ადრეც დაშვებულია.
მხოლოდ იმ კარდინალებს აქვთ ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება, ვინც ასაკით 80 წლის ქვემოთაა. ახლა 135 კარდინალი იღებს კონკლავში მონაწილეობას. 90 ხმა ანუ ორი მესამედია საჭირო იმისათვის, რომ კარდინალი პაპად იქნას არჩეული. აღსანიშნავია ისიც, რომ 135-დან 108 კარდინალი პაპი ფრანცისკეს მიერაა დანიშნული, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მისი პოზიციის გამზიარებელია, შესაბამისად პროგრესულ-ლიბერალური ფრთის გამარჯვების შანსი მაღალია.
მაგრამ ერთი ფრთის სრული გამარჯვება მეორე ფრთაზე ვატიკანის შიგნით შესაძლოა დაპირისპირების საგანი გახდეს. სწორედ ამიტომ ზომიერი და შემრიგებელი კანდიდატის გამარჯვებაც არაა გამორიცხული, მით უფრო რომ წინასწარ თავის კანდიდატურას არავინ ასე არ ასახელებს და ადგილზე ხმის პირველი მიცემისას ბევრი რამ ხელახლა ლაგდება.
ვინაა თითოეული ფრთის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი?
1. კონსერვატიული ფრთის ყველაზე სასურველი კანდიდატი აფრიკიდანაა. იგი გვინეელი კარდინალი რობერტ სარაა. იგი ფრანგულენოვანი, მკაცრად კონსერვატიული ფიგურაა და რადიკალური ისლამისა და გენდერული იდეოლოგიისაგან გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობს. მას დიდი ხანია კონსერვატორი პოლიტიკური ფიგურები თუ კომენტატორები უჭერენ მხარს (არ აქვს მნიშვნელობა კათოლიკეები არიან თუ არა ისინი).
2. ლიბერალური ფრთის ყველაზე პოპულარული კანდიდატი ლუი ანტონიო ტაგალეა ფილიპინებიდან. მას აზიელ ფრანცისკესაც უწოდებენ ზედმეტსახელად, თუმცა ის კიდევ უფრო ლიბერალია ვიდრე ფრანცისკე იყო. იგი ეკლესიის შიგნით რეფორმების გატარებასა და მკაცრი დოქტრინების ლიბერალიზაციას ემხრობა.
3. ზომიერი ლიბერალების ყველაზე პოპულარული კანდიდატი ვატიკანის მოწინავე დიპლომატი და პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი პიეტრო პაროლინია, რომელიც უკრაინაშიც არაერთხელ იმყოფებოდა და ღიად მოუწოდებს მსოფლიოს აქტიური ჩართულობისაკენ. ამ ეტაპზე მას პაპობის ყველაზე რეალისტურ კანდიდატად განიხილავენ.
4. ზომიერი კონსერვატორების სასურველი კანდიდატები ბევრია, მაგრამ მოწინავედ მაინც პიტერ ერდო - უნგრელი კარდინალი - სახელდება. მას ევროპაში ძალიან კარგად იცნობენ და მაღალი ქარიზმითაც ხასიათდება.
ცხადია ესენი მხოლოდ მოწინავე შანსის მქონე კარდინალები არიან, მაგრამ რეალურად რა მოხდება ეს მხოლოდ ადგილზე გადაწყდება კენჭისყრისას. არიან სხვა პოტენციური კანდიდატებიც, რომელთა გამარჯვების შანსი არსებობს და რაიმეს წინასწარ თქმა შეუძლებელია. მათ შორისაა იერუსალიმის ლათინი პატრიარქი პიერბატისტა პიცაბალა, რომელიც შეიძლება ყველასათვის მისაღებ კანდიდატად ქცეულიყო, მაგრამ მისი ახალგაზრდობიდან გამომდინარე - 60 წლისაა და ხანგრძლივი პაპობის შანსი მაღალია - შეიძლება მას დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდეს. თუმცა წინასწარ რაიმეს თქმა შეუძლებელია და სრულიად დასაშვებია მივიღოთ შედარებით უცნობი ან ნაკლები შანსის მქონე პაპად არჩეული კარდინალი - ისტორიულად ასეთი შემთხვევები არაერთი ყოფილა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way