USD 2.7076
EUR 3.1560
RUB 3.3425
Тбилиси
ლაშა ქურციკიძე- კანადაში მცხოვრები პროგრამისტი და მეწარმე
дата:  1209

კანადაში 2007 წელს ჩამოვედი. დედა ცხოვრობდა აქ და მან წამოგვიყვანა მე და ჩემი ძმა. ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში დავიწყე მუშაობა დიდ საცხობში, სადაც ასობით ადამიანი იყო დასაქმებული. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული სამსახური იყო, სადაც მიმუშავია.

ასევე, ვმუშაობდი მშენებლობაზე, მაღაზიებში, დალაგებაზე... მოლოდინი საერთოდ სხვა იყო და რეალობა სხვა. მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანა არის განვითარებული, არ ნიშნავს იმას, რომ დიდი შრომის გარეშე შეძლებ რამეს მიაღწიო. ადაპტაციისთვის რამდენიმე წელი დამჭირდა, რაც ნამდვილად არ იყო ადვილი, უფრო მენტალურად გამიჭირდა, ვიდრე ფიზიკურად.

ამ ყველაფრის პარალელურად , ონლაინ ვმუშაობდი საქართველოში სხვადასხვა ვებ პროექტზე, რაც ფინანსურად ძალიან მეხმარებოდა კანადაში. 17 წლის ვიყავი, როდესაც შევქმენი მინი თამაშების პორტალი yoo.ge , რომელიც ყოველ თვე $1800-ს გამოიმუშავებდა. იმ პერიოდში ეს ძალიან დიდი თანხა იყო. კარგი გამოცდილება მივიღე ასევე live.ge-ზე მუშაობისას, ბევრი მომხმარებელი ჰყავდა მაშინ ახალი ამბების აგრიგატორს.

2012 წელს შევქმენი hot.ge, სადაც შოუ-ბიზნესის სიახლეები ქვეყნდებოდა. ეს პროექტი ძალიან სახალისო იყო და თან ძვირი სიამოვნება, რადგან ბევრი შარი და ვალი დამიგროვდა, თუმცა გამოცდილებაც მივიღე. კანადაში გავაკეთე დალაგების კომპანიის ავტომატიზირებული სისტემა Cleaning Bees. ხანდახან საქმე ადვილი გეჩვენება და რეალობაში კი ბევრად რთულია. ეს პროექტიც ზუსტად ასეთი იყო. რაც მეტი კლიენტი გვემატებოდა, მით უფრო რთულდებოდა საქმე. ჩემი მიზანი იყო ბევრი ტექნოლოგია და ცოტა თანამშრომელი. ამ ბიზნესს კი ბევრი თანამშრომელი სჭირდებოდა. იყო შესაძლებლობა, რომ ტექნოლოგიით მოგვეგვარებინა პრობლემების უმეტესობა, თუმცა მოგვარება არ ღირდა შრომად.

2014 წელს მზადება დავიწყეთ ახალი კომპანიის შესაქმნელად, რომ გაგვეყიდა ნახმარი და ახალი საოფისე ავეჯი. დღეს 100%-ახალ ავეჯს ვყიდით და თან ჩვენი დიზაინით შექმნილს. ორი დიდი შოურუმი გვაქვს ტორონტოში და კომპანიას წელიწადში რამდენიმე მილიონიანი ბრუნვა აქვს. ოთხწლიანი დეველოპმენთის შემდეგ, ორი თვის წინ ახალი სისტემა ჩავუშვით, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ბიზნესი გავზარდოთ სწრაფად და მარტივად მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ტრანზაქციები სრულდება. პროგრამირება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი სფეროების განვითარებაში, როგორიც არის უსაფრთხოება , მედიცინა და ა.შ. რაც შეეხება საქართველოს, ის ყოველთვის იყო და იქნება ჩემი ფუძე, რამაც დღემდე მომიყვანა. თუმცა, იქ არც ბიზნესის და არც ცხოვრების სურვილი არ მაქვს. რთულია პატივი სცე იმ ადამიანთა კატეგორიას, ვინც თავად არ სცემენ პატივს საკუთარ თავს. მიმაჩნია, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ, მთავარია იცოდე ვინ ხარ. დაივიწყე მორცხვობა და თავშეკავება. როცა საქმე ეხება მიზნის მიღწევას, ყველაფერი არის შესაძლებელი!

общество
1 ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.

„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299

საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати